ჰილჯაინენ კანსა: სუომუსალმის მდუმარე ხალხი, ფინეთი

ავტომობილთა მძღოლებს, რომლებიც მოძრაობენ გზატკეცილზე N5, ფინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, პატარა ქალაქ სუომუსალმის ჩრდილოეთით, დაახლოებით 30 კილომეტრში, თავისებურად უცნაური სანახაობა ხვდებათ. თითქმის ათასი ფიგურისაგან შემდგარი ბრბო ჩუმად დგას გზის მახლობლად მინდორზე. დილაობით, მათ უკან ამომავალ მზის სინათლესთან ერთად, ეს უმოძრაო არმია მღელვარედ და დამმუქრებლადაც კი გამოიყურება. მაგრამ, როდესაც მსუბუქი ნიავი მათ ფერად კაბებს აფრიალებს და უბერავს მათ უძრავ სხეულებს, ისინი თითქოს ცოცხლდებიან

მისტიკური ფიგურების ეს არმია, რომელსაც ფინურად „ჩუმი ხალხი“ ან „ჰილჯაინენ კანსა“ ჰქვია, ადგილობრივი არტისტის რეიხო კელას შემოქმედებაა. ისინი პირველად 1988 წელს გამოიფინეს მინდორში ლასილაში, ჰელსინკის უბანი. მოგვიანებით, 1994 წელს, ისინი გამოიფინა ჰელსინკის სენატის მოედანზე, შემდეგ მდინარე ჯალონუომას ნაპირებზე და საბოლოოდ გადავიდა ამ ადგილას 1994 წელს.

დატოვე კომენტარი