მსოფლიო ხელოვნების მუზეუმები

საქართველოს ხელოვნების სახელმწიფომუზეუმი

საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესი მუზეუმია. მას საფუველი 1080 წელს ჩაეყარა, როდესაც დაარსდა ე.წ. კავკასიის მუზეუმი: მის კოლექციაში შევიდა როგორც ქართული, ასევე მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები.1920 წელს ახალგაზრდა ქართველ მხატვართა ძალისხმევით თბილისში ხელოვნების ეროვნული გალერეა დაარსდა. ამ გალერეისა და კავკასიის მუზეუმის ექსპოზიციის საფუძველზე 1932 წელს შეიქმნა ხელოვნების მუზეუმი. მისი შექმნა უდიდესი ეროვნული საქმე იყო – მრავალმა ადამიანმა სრულიად უსასყიდლოდ გადასცა მუზეუმს ნიმუშები საკუთარი კერძო კოლექციიდან: სურათები, ხატები, ხელნაწერები და სხვ.
1945 წელს სამშობლოს დაუბრუნდა და სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა 1921 წელს საქართველოდან საფრანგეთში გატანილი ქართული კულტურის უდიდესი საუნჯე – შუა საუკუნეების ხატები, ჭედურობის ნიმუშები, მინანქარი, ხელნაწერები. მათ შორის იყო ხახულის კარედი – საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპონატი. ამავე დროს, მუზეუმის ფონდი შეივსო ევროპული ხელოვნების ნიმუშებითაც.დღესდღეობით მუზეუმის შემადგენლობაში შედის ქართული, დასავლეთ ევროპის, რუსსეთის, აღმოსავლეთის ხელოვნების განყოფილებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი საცავი, სადაც უძვირფასესი ხატები, ჭედური ხელოვნების ნიმუშები, მინანქარია დაცული.საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი დიდი ქართველი მეცნიერის, შალვა ამირანაშვილის სახელს ატარებს, რომელიც მრავალი წელი სათავეში ედგა მას. მუზეუმი თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანის მახლობლად მდებარეობს.ეს სწორედ ის მუზეუმია, რომლის ირგვლივაც ბოლო დროს ბევრი საუბარი, მითქმა-მოთქმა და განხილვა მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ მშვიდობიანი აქციაც მოეწყო მის დასაცავად კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიერ.

Read More »

ვინ იყო ფიდეასი?

ფიდეასი არის უდიდესი ბერძენი მოქანდაკე. იგი იყო აკროპოლისის ანსამბლიის ხელმძღვანელი, გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით, მისი სკოლის მიერ ან უშუალოდ მის მიერ შეკმნილი იყო აკროპოლისის უამრავი ქანდაკება. მ აკროპოლისიდან ჩვენამდე საკმაო რაოდენობის ქანდაკებება მოაღწია. ფიდეასი მოღვაწეობა ძვ.წ 5 ს-ის 1 ნახევარში დაიწყო . აკროპოლისში მან შექმნა ათენა პრომახოსის ქანდაკება და ათენა პალასი, რომელიც პარტენონის ტაძრის ნაოსში იდგა. რომაული ასლი ზოგად წარმოდგენას გვაძლევს მის შესახებ. ის იყო ვეებერთელა 11მ ხის გამოსახულება, ერთიანად ძვირფასი მასალით დაფაარული : საჭურველი და სამოსი ოქროსი, სხეული სპილოს ძვლის. ფარი და სხვა იარაღები ელვარე ფერებით ანათებდა, თვალები ძვირფასი თვლებისგან ჰქონდა გაკეთეებული . ქალღმერთს ოქროს მუზარადზე გრიფონიებია ფრის უკან კი დახვეული გველი, რომლის თვალებიც ცისფერი იყო. ათენას ფარის გრეთა და შიდა მხარე ღმერთების და ტიტანების ბრძოლა იყო გამოსახული ამ სცენებში ფიდეასმა ათენის მმართველი პერიკლე და თავისი თავი გამოსახა, რისთვისაც იგი ღმერთების შეურაწყოფისთვის დასაჯეს .
ფიდეასს ეკუთნის მსოფლიოს 7 საოცრებაში შესული ზევსის ქანდაკება, ოლიმპიიდან .ფიდეასის ნამუშევრებიდან შემორჩენილია პართენონის შემამკობელი ქანდაკებები.