ოცნების ხელოვნება

image

ხელოვანი რომლის ნამუშევრებსაც ამ პოსტში წარმოგიდგენთ, ჩინეთში მოღვაწე უკრაინელი ფოტოგრაფია (კატარინა ბლაზეივსკაია). ის თავისი ხელოვნებით ცდილობს რაც შეიძლება მეტი გრძნობა გადმოსცეს.
“მოხარული ვარ, რომ შემიძლია წარმოგიდგინოთ ჩემი ნამუშევრები, ეს არის ერთგვარი “მიქსტურა” ფოტოგრაფიის, ციფრული ხელოვნების და ჩემი ოცნებებისა თუ სიზმრების”, აცხადებს ის.
დაახლოებით ათი წელია, რაც ის პროფესიონალურ ფოტოგრაფიაში მოღვაწეობს. მისი აზრით, ჩვეულებრივი სტუდიური ფოტოგრაფია მოსაწყენია, რადგან მასში არ არის გრძნობები და ემოციები საკმარისი რაოდენობით. მას სურს შექმნას რაღაც ახალი, ახალი ამბავი ფოტოსურათებში, რომელთა გაერთიანებითაც ახალ სამყაროს ქმნის და ეს არაჩვეულებრივია…

Read More »

ავსტრალიელი გრაჰამ გერქკენის შემოქმედება

image

გრაჰამ გერქკენი გახლავთ ავსტრალიელი მხატვარი, რომელმაც გაიმარჯვა ერთ-ერთ დაჯილდოებაში, სადაც წარადგინა თავისი შექმნილი პეიზაჟები, აღსანიშნავია ფერები, რომლებიც მის ნახატებს ამკობს. ის ძირითადად თბილ ფერებს იყენებს და საუცხოო სითბოს და დადებით ემოციებს ასხივებს. ვფიქრობ მისი გამარჯვება ჭეშმარიტად ღირსეულია იმისთვის რომ თავადაც დარწმუნდეთ ამაში, იხილეთ მისი შემოქმედება.

Read More »

კრისზტიან ტეჯფელის შემოქმედება

image

კრისზტიან ტეჯფელი არის უნგრელი მხატვარი და ფოტოგრაფი, ის ძირითადად ქალების პორტრეტებს ხატავს, ხშირ შემთხვევაში მისი შემოქმედების უმეტესობას დაუსრულებელი სახე აქვს. ის გაწაფული იყო ტრადიციულ ფერწერაში, რამდენიმე წლის წინ კი ციფრული ფერწერის შესწავლა დაიწყო, მისი შექმნილი ქალთა პორტრეტები ხასიათდება მელანქოლიურობით და მცირეოდენი სიურრეალიზმის ელემენტებით.

Read More »

ჰელიგანის დაკარგული ბაღები

image

ოცდახუთი წლის წინ, ჟერ კიდევ უცნობი და დაკარგული იყო ჰელიგანის ბაღები, ის მოქცეული იყო გაუვალ, აბურდულ სარეველა მცენარეებში და მათ წიაღში იყო მიმალული. ნანგრევებში აღმოჩენილმა კარმა, შანსი მისცა ადამიანებს, ამ კიდევ ერთი უდიდესი განძის რესტავრაციისა და შენარჩუნების. დღესდღეობით ამ შესანიშნავმა ბაღებმა უკან დასწია ბევრი სხვა ღირსშესანიშნავობა და მათ გადაუსწრო თავისი დიდებულებით. აღსანიშნავია მისი ქანდაკებები, რომლებიც უზარმაზარ ემოციურ ძალას ფლობენ. სწორედ მათ ფოტოებს წარმოგიდგენთ ამ პოსტში:

Read More »

მარიო ვარგას ლიოსას ცუდი გოგო…

7265759720

ამბობენ წიგნი ყდით არ ფასდებაო, მაგრამ ეს კლიშე უნებლიედ შემომერღვა როდესაც მარიო ვარგას ლიოსას “ცუდი გოგოს ოინებს” წავაწყდი. რა გასაკვირია რომ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. თავდაპირველად თითქოს ეს ქალი ამაზრზენი იყო ჩემს თვალში. მაგრამ საბოლოო ჯამში უბრალოდ შემეცოდა და ის ჩემში ერთ ჩვეულებრივ ტანჯულ ქალად დარჩა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა საკუთარი მიზნების მისაღწევად. ვერ ვიტყვი რომ ვამართლებ, მაგრამ არც ის შემიძლია რომ მძულდეს… ძალიან მიყვარს მადამ ბოვარი. (ჩემი “ნიკნეიმიც” ხომ მასთანაა დაკავშირებული?) ამ ქალში კი რაღაცნაირად სწორედ ჩემი სათაყვანებელი პერსონაჟი აღმოვაჩინე, არ გამოვრიცხავ რომ სწორედ ეს იყოს მიზეზი ჩემი ლმობიერი დამოკიდებულებისა მის მიმართ…

Read More »