ოდესღაც vs ახლა

ამ პოსტში მსურს წარმოგიდგინოოთ სხვადასხვა ხალხის წარსულის რეფოტორგრაფიები. სხვადასხვა ადგილებში, დროის სხვადასხვა პერიოდში. ეს ნამდვილად გასაოარია. მათი დათვალიერებისას თითქოს დროის პორტალს უახლოვდებით და ერთ დროულად დროის ორ პერიოდში თანაარსებობ!

Read More »

როგორები იქნებოდნენ ცნობილი ადამიანები დღეს

 ჟანა დ’ არკი
რეკონსტრუქციის ავტორს ძალიან უნდოდა საბოლოოდ მოესინჯა ჟანა დ’არკის მხატვრული გამოსახვა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს მისი თანამედროვე პორტრეტები. ეს განსხვავდება მისი ჩვეული ნამუშევრებისგან, ასე რომ მას უზარმაზარი მხატვრული თავისუფლება ჰქონდა იმ ქანდაკებასთანაც მიმართებაშიც კი, რომელზეც მუშაობდა, ის მოიცავდა რამდენიმე ელემენტს მისი ფიზიკური აღწერიდან. რაც ჩვენ ვიცით მისი გარეგნობის შესახებ არის ის, რომ ის იყო დაბალი (დაახლოებით 5’2”) და კუნთიანი მოკლე კისრით. მას ჰქონდა მოკლე შავი თმა – მისმა მხატვრულმა გამოსახულებებმა ფაქტობრივად პოპულარიზაცია გაუკეთა ვარცხნილობას მე-20 საუკუნის დასაწყისში, რომელსაც ბობის სახელით ვიცნობთ. ჩვენ ასევე ვიცით, რომ მას ჰქონდა , ფართო თვალები და საშუალოზე მუქი სახის კანის ფერი, მისი გლეხური აღზრდის გამო. ნათქვამია, რომ საკმაოდ ლამაზი იყო ბედნიერი გამომეტყველებითა და მშვიდი ქცევით.
.
ქანდაკება, რომლითაც იხელმძღვანელა ავტორმა არის წმინდა მორისის თავი ორლეანის ეკლესიიდან. მდებარეობისა და მე-15 საუკუნის შექმნის თარიღიდან გამომდინარე, მის ფიზიკურ აღწერილობასთან შესაბამის მახასიათებლებთან ერთად, არსებობს ზოგადი შეთანხმება, რომ ეს არის ჟანა დ’არკის ფიგურაა. როგორც ჩანს, მოქანდაკეს აკლდა გარკვეული უნარი და დახვეწილობა ზედა ნახევარში (თვალები საერთოდ არ გამოიყურება სახარბიელოდ და ბაყაყის მსგავსია), ამიტომ აქ რეკონსტრუქციის ავტორმა იმპროვიზაცას მიმართა.


.
Read More »

როგორები იქნებოდნენ ცნობილი ადამიანები დღეს – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი

“ვფიქრობ, უმეტესობამ იცის, რომ მოცარტი არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლასიკური მუსიკოსი – ბავშვობიდან მოყოლებული. მას ბუნებრივად ჰქონდა ღია თმა და დიდი ცისფერი თვალები და მეგობრების აზრით საკმაოდ პერონალურად გამოიყურებოდა. ისინი მას ახასიათებდნენ როგორც პატარა კაცი, ძალიან უყვარდა ხუმრობა, ბინძური იუმორის გრძნობით. ის უბრალოდ არასდროს იდგა – მუდამ ნერვიულობდა ან თითქოს რაღაცაზე ფიქრობდა. არსებობს მოცარტის რამდენიმე დადასტურებული პორტრეტი დახატული მის სიცოცხლეში. მათგან ყველაზე ზუსტი ზემოაღნიშნულია, რომელიც დახატულია მისი ძმის მიერ და ითვლება, რომ დაუმთავრებელია. ძალიან ცუდი ხარისხის გამო რეკონსტრუქციის ავტორმა ეს ფოტო ვერ გამოიყენა. მოცარტის დამ ნანერლმა თქვა, რომ „ არასოდეს მინახავს ამდენი პორტრეტი (ჩემი ძმის), რომლებიც ასე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მაგრამ, მიუხედავად ამისა, არსებითად ყველა მას ჰგავს“.

Read More »

როგორები იქნებოდნენ ცნობილი ადამიანები დღეს – მერი შოტლანდიის დედოფალი

ყოველთვის მაოცებდა ეს შთამბეჭდავი სიკვდილის ნიღაბი, რომელიც, როგორც ამბობენ, შოტლანდიის დედოფალ მერის სახიდან იქნა აღებული მისი სიკვდილით დასჯისთანავე, 1587 წელს. ნიღბის შესახებ, რომელსაც ლენოქსლავის ნიღაბი ეწოდება მცირე დეტალები საკამატოა. ის გადაეცემა თაობებს. ცოტა დაუზუსტებელია არის თუ არა ეს მართლაც მერი. მერის სხვა პორტრეტები გარეგნულად საკმაოდ განსხვავებულად გამოიყურებიან, თუმცა მათ აქვთ იგივე ლამაზი ცხვირი, ფართო წარბები და დახვეწილი ზედა ტუჩი. თუმცა, სახის ფორმა ბევრად განსხვავებულად არის დახატული, ვიდრე აქ არის გამოსახული. ამბობდნენ, რომ მერი ძალიან ლამაზი იყო. მისი სიკვდილის ნიღბები ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე მისი იმ დროს შექმნილი პორტრეტები. სურათზე გამოსახული მერი დაახლოებით ორმოც წელს გადაცილებულია, დაახლოებით 44 წლის, რა ასაკშიც ის სიკვდილით დასაჯეს. კიდევ ერთი საეჭვო მიზეზი ნიღბის ავთენტურობისა, არის მისი სიმშვიდე და ახალგაზრდული იერი – 40 წელს გადაცილებული ქალის სახეზე ერთ ნაოჭსაც ვერ ვხვდებით. ასევე ამბობდნენ, რომ სიკვდილით დასჯის დროს მას თეთრი, გაჭაღარავებული თმა ჰქონდა, პატიმრობის სტრესის გამო, რაც სავარავუდოდ, მის კანსაც დააჭკნობდა. სურათზე ვხვდებით მერის თავისი ბუნებრივი წითელი თმით, რათა უფრო ზუსტად დავინახოთ, როგორ გამოიყურებოდა იგი თავისი ცხოვრების უმეტეს პერიოდში.

Read More »

როგორები იქნებოდნენ ცნობილი ადამიანები დღეს – ავგუსტუსი

ავგუსტუსი, დაიბადა როგორც გაიუს ოქტავიუსი, იყო იულიუს კეისრის ძმისშვილი და მისი მემკვიდრე იულიუს კეისრის მკვლელობის შემდეგ. ავგუსტუსი წარმოუდგენლად ინტელექტუალური და გამოცდილი იყო დიპლომატიაში და გახდა რომის იმპერიის პირველი იმპერატორი, ის მეფობდა 40 წლის განმავლობაში. ავგუსტუსი სამოქალაქო პოლიტიკის ოსტატი აღმოჩნდა და მთელი თავისი იმპერატორობის განმავლობაში მან მრავალი რეფორმა გაატარა საგადასახადო სისტემაში, სატრანსპორტო სისტემაში, რომის პოლიციასა და სახანძრო სამსახურებში და ქალაქის არქიტექტურაში. მან ასევე მნიშვნელოვნად გააფართოვა იმპერია.
.
არსებობს ავგუსტუსის ათობით ქანდაკება, რომლებიც შეიქმნა მის სიცოცხლეში და ყველა მათგანი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ამიტომ მისი სახის სტრუქტურის წარმოდგენა საკმაოდ მარტივია. რომაელები – განსაკუთრებით თავად ავგუსტუსი – დიდად აღფრთოვანებული იყვნენ ბერძნული ქანდაკებებით და მისი პორტრეტის ქანდაკებების ახალგაზრდული, იდეალიზებული სახე ამის შედეგია. ასე რომ, თავად ავგუსტუსი ამ პორტრეტში გამოიყურება ძალიან ახალგაზრდად და ძალიან სიმპათიურად.

ავგუსტუსის გარეგნობის შესახებ მხოლოდ ისტორიკოს სუეტონიუსის მეშვეობით გაგვეგება რამე, რომელიც წერდა ავგუსტუსის გარდაცვალებიდან ას წელზე მეტი ხნის შემდეგ. ის აღწერს ავგუსტუსს, როგორც მოლურჯო ნაცრისფერ თვალებს და ღია ყავისფერი ან თუნდაც მოწითალო თმას, აღწერს მას, როგორც ძალიან ლამაზს, კანით „მუქსა და ღიას შორის“. ლათინურ სიტყვებს, რომლებიც გამოიყენება მისი კანის ფერის არსაწერად, აქვს საკამათო თანამედროვე თარგმანები და მათი ინტერპრეტაცია შეიძლება ძალიან განსხვავებულად, ამიტომ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ერთი ინტერპრეტაციაა იმისა, თუ როგორ გამოიყურებოდა იგი.

Read More »

როგორები იქნებოდნენ ცნობილი ადამიანები დღეს – შევალიე დე სენტ-ჟორჟი

“შევალიე დე სენტ-ჟორჟი (ჟოზეფ ბოლონი, აქ, დაახლოებით, 1787 წელს, დაახლოებით 41 წლის ასაკშია), სიცოცხლის განმავლობაში ითვლებოდა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ადამიანად. მის მიღწევებს შორისაა: კლასიკური კომპოზიტორი, ვირტუოზი მევიოლინე, სიმფონიური დირიჟორი პარიზში, ჩემპიონი მოფარიკავე და სამხედრო ლიდერი. ის იყო მონის, ნანონისა და მისი მდიდარი მონათმფლობელი, ჟორჟ ბოლონი დე სენ-ჟორჟის ვაჟი. ნანონი ცნობილი ლამაზმანი იყო და ჯორჯი, როგორც ჩანს, გულწრფელად იყო შეყვარებული დედასა და შვილზეც. ჯორჯმა დააფინანსა ახალგაზრდა ჟოზეფის ფართო განათლება, რამაც საფუძველი დაუდო მის მიღწევებს შემდგომ ცხოვრებაში.
.
ჟოზეფი (სენტ-ჟორჟი) ბრწყინვალე, სიმპათიური და მომხიბვლელი იყო. მან მალე დააბრმავა პარიზის საზოგადოება. ამბობდნენ, რომ მოცარტიც კი ეჭვიანობდა მასზე. მარი ანტუანეტა არაერთხელ ესწრებოდა მის ოპერებს. თუმცა, მთელი თავისი უნარებითა და ხიბლით, სენ-ჟორჟი მაინც შეეჩეხა რასიზმს რევოლუციამდელ საფრანგეთში. მას მუდმივად და განუწყვეტლივ უარს უცხადებდნენ თეთრკანიანი მამაკაცის პრივილეგიებზე, მათ შორის პარიზის ოპერის შემდეგი დირექტორის პოსტზე მას უარი ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ოპერის რამდენიმე წამყვანი ქალბატონი ჩიოდა. როდესაც რევოლუციამ 1789 წელს გამოაცხადა ყველა ადამიანის თანასწორობა, სენ-ჟორჟი კვლავ შეუერთდა საოპერო საქმეს. მისი ცხოვრების მეორე ნახევარი 1799 წლამდე მის გარდაცვალებამდე სამხედრო საქმიანობას დაეთმო. მისი სამხედრო კარიერა კიდევ ცალკე და საკმაოდ ვრცელი თემაა. ისტორიაში იშვიათია ისეთი ნიჭის მქონე კაცის პოვნა.
Read More »

როგორები იქნებოდნენ ცნობილი ადამიანები დღეს -ლეონარდო და ვინჩი

ვინჩის ერთადერთი თითქმის საყოველთაოდ ცნობილი პორტრეტის მიხედვით, რომელიც არის მისი ავტოპორტრეტი, გვევლინება როგორც ხანდაზმული მამაკაცი, ეს ნამუშევარი არის დაახლოებით 1512 წლიდან. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი პორტრეტი, რომლებიც, სავარაუდოდ, და ვინჩის ახალგაზრდა ვერსიებად ითვლება, მის მიერ შექმნილი მრავალი პორტრეტიდან იქნება ეს მამაკაცები და თუნდაც ქალები, ზოგჯერ ხელოვნებათმცოდნეები ფიქრობენ, რომ ესენი შეფარული ავტოპორტრეტებია. ჩვენ ასევე არ გვაქვს ინფორმაცია მისი კანის ან თვალის ფერის შესახებ, თუმცა მისი თმა ახალგაზრდობაში შესაძლოა ყავისფერი ყოფილიყო, ზოგიერთი ავთენტურობა დაუდასტურებელი პორტრეტების მიხედვით. ჩვენ ასევე ვიცით მისი მხიარული პიროვნების, კეთილსინდისიერების, ცხოველებისადმი სიყვარულისა და მოვლილი გარეგნობის შესახებ. და ვინჩი აშკარად მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სწავლულია – არა მხოლოდ წარმოუდგენელი მხატვარი, არამედ გენიოსი ანატომიის, ინჟინერიის, ოპტიკისა და მეტალურგიის სფეროებშიც კი.
Read More »

მნიშვნელოვანი ისტორიული ფოტოები, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ თქვენი ხედვის პერსპექტივა

2000-იანი წლების შუა პერიოდში ისტორიკოსმა ანა პეგლერ-გორდონმა თქვა, რომ ვიზუალური მედია ხშირად უფრო თვალსაჩინოა მისი სტუდენტებისთვის, ვიდრე წერილობითი ჩანაწერი. ისინი აცხადებდნენ, რომ სურათები წარსულს უფრო ხელმისაწვდომს ხდის, რაც კონკრეტულ ფორმას აძლევს სამყაროს, რომელიც ზოგჯერ არამატერიალური ჩანს. რომ აღარაფერი ვთქვათ გამოსახულების უშუალობაზე, რომელიც ხშირად უფრო სწრაფად გადმოსცემს ინფორმაციას, ვიდრე პირველადი დოკუმენტი, რომელიც დაწერილია უცნობ, ან თუნდაც ნაცნობ ენაზე.

დღესდღეობით არაერთი ისტორიკოსი და ისტორიკოსთა ჯგუფი იკვლევს ისტორიას, სწორედ ძველ სურათებზე დაყრდნობით…..

Read More »

“ჩვენ არ გვჭირდება თქვენი ინტერნეტი!” – ვაცლავ კუდელკა

ამ პოსტში წარმოგიდგენთ ვაცლავ კუდელკას, გრაფიკული დიზაინერის შემოქმედებას, ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეების და ინფლუენსერების აღმაშფოტებელი რეაქციების პასუხად.

” როგორც გრაფიკული დიზაინერი, ძალიან აღელვებული ვარ ბიძია ვანიას (ყალბი რუსული მაკდონალდსი) ან როსგრამის (გაორმაგებული ინსტაგრამის) არსებობით, რაც არ შეიძლება აშკარა პლაგიატად არ ჩაითვალოს. ამ უცნაურმა შემთხვევამ შთამაგონა შემექმნა სერია სახელწოდებით “ჩვენ არ გვჭირდება თქვენი ინტერნეტი!”, სადაც მე ვაჩვენებ, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელები და ვებსაიტები რუსეთის პლაგიატიზმის მცდელობის პირობებში. დაშორებულიყო დასავლური სამყაროსგან, ეროვნული სიამაყით.

Read More »

მსფლიოს 10 ულამაზესი ქალაქი და დაბინძურებული დედამიწა

მიუხედავად ათწლეულების განმავლობაში უწყვეტი კამპანიისა და პოლიტიკის ცვლილებისა, ჰაერის დაბინძურება კვლავ უარესდება მსოფლიოში. შესაძლოა, თქვენ ვერ შეამჩნიოთ გაუარესების ეფექტი თქვენს , მშობლიურ ქალაქში, სადაც ყოველდღიურად იღვიძებთ. მაგრამ როდესაც მოგზაურობთ, სამრეწველო სმოგის ხილვა გამომაფხიზლებელი ეფექტია.

HouseFresh-მა სურდა ეჩვენებინა, თუ როგორი იქნება 10 ცნობილი ხედი, თუ ადგილობრივი ადამიანის მიერ ჰაერის დაბინძურების დონე გაიზრდება. ჯგუფმა მოიძია ხედების საკულტო ფოტოები და თითოეულ მათგანზე დაადო ჰაერის დაბინძურების ვიზუალურ ეფექტი.

Read More »