როგორები იქნებოდნენ ცნობილი ადამიანები დღეს

 ჟანა დ’ არკი
რეკონსტრუქციის ავტორს ძალიან უნდოდა საბოლოოდ მოესინჯა ჟანა დ’არკის მხატვრული გამოსახვა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს მისი თანამედროვე პორტრეტები. ეს განსხვავდება მისი ჩვეული ნამუშევრებისგან, ასე რომ მას უზარმაზარი მხატვრული თავისუფლება ჰქონდა იმ ქანდაკებასთანაც მიმართებაშიც კი, რომელზეც მუშაობდა, ის მოიცავდა რამდენიმე ელემენტს მისი ფიზიკური აღწერიდან. რაც ჩვენ ვიცით მისი გარეგნობის შესახებ არის ის, რომ ის იყო დაბალი (დაახლოებით 5’2”) და კუნთიანი მოკლე კისრით. მას ჰქონდა მოკლე შავი თმა – მისმა მხატვრულმა გამოსახულებებმა ფაქტობრივად პოპულარიზაცია გაუკეთა ვარცხნილობას მე-20 საუკუნის დასაწყისში, რომელსაც ბობის სახელით ვიცნობთ. ჩვენ ასევე ვიცით, რომ მას ჰქონდა , ფართო თვალები და საშუალოზე მუქი სახის კანის ფერი, მისი გლეხური აღზრდის გამო. ნათქვამია, რომ საკმაოდ ლამაზი იყო ბედნიერი გამომეტყველებითა და მშვიდი ქცევით.
.
ქანდაკება, რომლითაც იხელმძღვანელა ავტორმა არის წმინდა მორისის თავი ორლეანის ეკლესიიდან. მდებარეობისა და მე-15 საუკუნის შექმნის თარიღიდან გამომდინარე, მის ფიზიკურ აღწერილობასთან შესაბამის მახასიათებლებთან ერთად, არსებობს ზოგადი შეთანხმება, რომ ეს არის ჟანა დ’არკის ფიგურაა. როგორც ჩანს, მოქანდაკეს აკლდა გარკვეული უნარი და დახვეწილობა ზედა ნახევარში (თვალები საერთოდ არ გამოიყურება სახარბიელოდ და ბაყაყის მსგავსია), ამიტომ აქ რეკონსტრუქციის ავტორმა იმპროვიზაცას მიმართა.


.
ბულ ბიეარი (ხარი დათვი) იყო ოგლალა სიუს ტომის ბელადი. კარენ მაკვორტერის თქმით:
1834 წელს ოგლალა სიუქსმა მდინარე მისურის ტრადიციული სახლიდან სამხრეთისკენ გადაადგილება დაიწყო ლარამიის დაბლობში, ისტორიულად ეს მრავალი ტომის საერთო სანადირო ადგილი იყო. სიუს მიგრაციამ გამოიწვია მღელვარება მრავალ ინდიელთა კულტურაში, რომლებიც საერთო ჯამში იყენებდნენ ამ ტერიტორიას, რომელთაგან ბევრი მათგანი ერთმანეთის დიდი ხნის მტერი იყო. ბერნარ დევოტოს თქმით, ეს ნახატი არის “ძალიან ცნობილი ინდიელის, მართლაც, ხარი დათვის, ოგლალა სიუქსის ბელადის ერთადერთი პორტრეტი”. დასავლეთისკენ მოგზაურობისას მილერის ქარავანი შეხვდა ბულ ბეარს და მის ხალხს ფორტ-ლარამიის აღმოსავლეთით და მათთან ერთად გაემართა ციხის კარიბჭისკენ. ჩანაწერებში, რომლებიც თან ახლავს ამ პორტრეტს, მილერი ყვება ბულ ბეარის მკვლელობაზე, რომელიც მოხდა 1841 წელს, წლების შემდეგ, რაც მხატვარი სიუს ლიდერს შეხვდა.
თომას ჯეფერსონი

თომას ჯეფერსონი, რომელიც ნაჩვენებია ზემოაღნიშნულ ფოტოზე 1800 წელს, 57 წლის ასაკშია,ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამფუძნებელი მამა და პრეზიდენტი აშშ-ს ისტორიაში. ჯეფერსონი ცნობილი იყო წითელი ან მოწითალო ყავისფერი თმით.

ჯეფერსონის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა დაიწყო ამერიკის რევოლუციის დროს, როდესაც ის წარმოდგებოდა ვირჯინიას კონტინენტურ კონგრესში, რომელმაც მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომლის მთავარი ავტორიც თავად ის იყო. ის მსახურობდა ვირჯინიის გუბერნატორად, ერის პირველ სახელმწიფო მდივნად, ვიცე-პრეზიდენტად, შემდეგ კი მესამე პრეზიდენტად 1801 წელს. ჯეფერსონი იყო დემოკრატიის, რესპუბლიკანიზმისა და ინდივიდუალური უფლებების მომხრე, რაც ამერიკელ კოლონისტებს უბიძგებდა დაეტოვებინათ დიდი ბრიტანეთის სამეფო და შეექმენათ ახალი ერი. ის ასევე იყო რელიგიური თავისუფლების დიდი მომხრე, ერიდებოდა ორგანიზებულ რელიგიას და უფრო ფილოსოფიურ მიდგომას იღებდა.

სალადინი

ალ-ნასირ სალაჰ ალ-დინ იუსუფ იბნ აიუბი, უფრო ცნობილი დასავლური სამყაროსთვის, როგორც სალაჰ ად-დინი ან სალადინი (1137-93) იყო მე-12 საუკუნის ქურთი სულთანი და მეომარი. ის ძირითადად ცნობილია იმით, რომ დაამარცხა ქრისტიან ჯვაროსანთა არმია ჰატინის ბრძოლაში და იერუსალიმი აიღო 1187 წელს. იგი გამორჩეულად ცნობილი იყო ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც საკუთარ მიწებზე, ასევე დასავლურ სამყაროში, უდიდესი მეტოქის, რიჩარდ ლომგულის ყურადღება და პატივისცემაც კი დაიმსახურა. სალადინი დახელოვნებული იყო ომში, პოლიტიკაში და დიპლომატიაში, ის ცნობილი იყო თავისი გულუხვობითა და რაინდული სულისკვეთებით.
.
სამწუხაროდ, სალადინის თანამედროვე გამოსახულება არ შემორჩენილა, გარდა ზოგიერთი გაცვეთილი მონეტის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სალადინის ეს სურათი მისი თანამედროვე ცხოვრებიდან არ არის აღებული – ეს არის ფლორენციელი მხატვრის კრისტოფანო დელ’ალტისიმოს ნახატი.

დატოვე კომენტარი