ქართველი გოგონას შემოქმედება

image

ბოლო დროს, როდესაც ჩემს პოსტებს გადავხედე მივხვდი, რომ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ უცხოელ არტისტებზე, მაშინ როდესაც ქართველებსაც არ გვაკლია ხელოვანი ადამიანები… უფრო მეტიც, ჩვენ არაჩვეულებრივნი ვართ ხელოვნებაში… ყოველთვის ვწერდით მის ისტორიაში ფურცლებს და ასეც გაგრძელდება, სანამ ვიარსებებთ… გადავწყვიტე წარმოგიდგინოთ, ქართველი ახალგაზრდა გოგონას შემოქმედება, რომელიც მთლიანად გრძნობებზეა აგებული… ხატვის თავისებური მანერა, ფერები, ჩრდილები და ავტორისეული ხაზები საოცარ ელფერს სძენს მის შემოქმედებას… ქმნის სიმყუდროვის შეგრძნებას და აფორიაქებს ყველა გრძნობის ორგანოს… სამწუხაროა, როდესაც ჩვენც გვყავს კარგები, მაგრამ არ ვაფასებთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მიდრეკილნი ვართ სხვებისკენ…

Read More »

ემა ლინდშტორმის შემოქმედება

image

ფერებზე ორიენტირებული ბევრი არტისტი გვსმენია, ალბათ… თუმცა, დამერწმუნეთ ეს გოგონა ერთ-ერთი განსაკუთრებულია მათ შორის, რადგან მისი ფერები არის სევდიანი და ძალიან ღრმა… ის ცივ ფერებს იყენებს…
მისი ფერები სულის ფერებია…
თუ კი ოდესმე ვინმე სულის დახატვას გადაწყვეტს, ემას უნდა მიმართოს, რადგან მან შესანიშნავად იცის როგორ შეახამოს “სულის ფერები”…
მისი აბსტრაქტული ნამუშევრები ინტერესს იწვევს და მოზღვავებული ემოცია პირდაპირ სხეულის ღრღნას იწყებს….
იხილეთ თავად….

Read More »

ყველაზე საშიში საქანელა

image

ბავშვობაში ყველას გვიყვარდა საქანელა… ალბათ ეზოშიც ბევრ ჩვენგანს გვქონდა საქანელის მარტივი კონსტრუქცია, თუმცა ბედნიერების მოსანიჭებლად სავსებით საკმარისი… მოგეხსენებათ, რაც უფრო დიდია ის, უფრო მეტად გრძნობ ბუნებასთან სიახლოვეს, ჰაერის შეხებას… ადრენალინიც მეტი გამოიყოფა… დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი ვისაც ეს შეგრძნება არ მოსწონს.. მოზღავებული ადრენალინი ხომ თავს უშიშრად, უძლეველად და დიად ადამიანად გვაგრძნობინებს? მინდა, ჩემს პოსტში წარმოგიდგინოთ ეკვადორში, სამყაროს მიწურულში არსებული მაღალი და ძალიან საშიში, შესაძლოა ითქვას მომაკვდინებლად საშიშიც კი საქანელა… თუმცა ის მიუხედავად ყველაფრისა სტუმრების ნაკლებობას არ უჩივის…
რადგან ადამიანებს ადრენალინი წყალზე მეტად სწყურიათ…

Read More »

ბედნიერი მომენტები (ილუსტრაციები)

image

ამბობენ ბედნიერება დეტალებშია დამალულიო, იქნებ მართლაც ასეა, ზოგიერთი წვრილმან ხშირად იმხელა სიხარულს გვგვრის, ალბათ ოქროს კვერცხის მდებელი იხვიც ვერ შეძლებს იმ მომენტში უფრო დიდი ბედნიერების მონიჭებას, რასაც სრულიად ელემენტარული, პაწაწინა ცხოვრებისეული მოვლენები გვანიჭებს. მაგალითად, ბედნიერებაა, საყვარელი ადამიანის გვერდით გაღვიძება, მისთვის ფინჯანი ყავის, ან საუზმის საწოლში მიტანა, ერთად წიგნის კითხვა, თქვენი პირველი კომუნალური გადასახადიც შეიძლება ბედნიერების მომნიჭებელი გახდეს, სამზარეულოში ერთად ტრიალი, წვიმაში სეირნობა და უამრავი დეტალი, რომელიც ჩვენს ცხოვრებას აფერადებს…
ალაგ-ალაგ მაინც….

Read More »

ჯენ მანის არაჩვეულებრივი შემოქმედება

imageჯენ მანი ახალგაზრდა მხატვარია, რომელიც შესანიშნავ ხელოვნების ნიმუშებს ქმნის, ისინი საოცარია არა მხოლოდ თავისი ფერებით, ჩრდილებით ან ხაზებით, არამედ რეალისტურ-სურრეალისტური იდეოლოგიით. ეს ნამუშევრები კარგად მეტყველებს არტისტის პროფესიონალიზმზე, ისინი “ფოტოშოპში” კარგად დამუშავებულ სურათებს ჰგავს, მაგრამ ეს ასე სრულებითაც არ არის… უბრალოდ მხატვარს აქვს საოცარი აღქმა
ფერების…
ხაზების…
ჩრდილების…

Read More »

20 ფოტო, რომელიც დაგარწმუნებთ რომ ბუნებასთან ახლოს მყოფ ფოტოგრაფებს საუკეთესო სამსახური აქვთ

image

ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ ოცი ფოტო სურათი, რომელიც გამოხატავს ადამიანისა და სხვა ბუნების შვილების სიახლოვეს… ამბობენ, როდესაც თუიმ საქმეს აკეთებ, რაც სიამოვნებას განიჭებს, არასოდეს მოგიწევს მუშაობაო… ამ შემთხვევაშიც ასეა, დააკვირდით ფოტოგრაფების ბედნიერ სახეებს, მათ სიახლოვეს და მჭიდრო კავშირს ველურ ბუნებასთან… თითქოს, ისინი სხვადასხვა რგოლები არიან ერთ მთლიან ჯაჭვში… ამ ფოტოების ნახვის შემდეგ, დარწმუნდებით, რომ ამ ფოტოგრაფებს მსოფლიოში საუკეთესო საქმიანობა აქვთ არჩეული… საოცარია ველური ბუნების მიერ მათდამი ნდობა და სითბო… აშკარაა, რომ ისინი არ გრძნობენ საფრთხეს, რასაც თავიანთი ქმედებებით გამოხატავენ და ამ ადამიანებს სიყვარულს და სითბოს ჩუქნიან, თანაც საფასურს არ ითხოვენ…
შეუძლებელია, ეს არსებები არ გიყვარდეს…

Read More »

მარკ სმიტისა და მარკ ბრიჯერის ფოტოგრაფია

imageმოდი, შევიტანოთ ცოტაოდენი სეზონური განწყობა ჩემს პოსტებში და ვიხილოთ შესანიშნავი ფოტო სურათები, ორი მარკის, მარკ სმიტისა და მარკ ბრიჯერის მიერ გადაღებული. ესენი გარეული ცხოველებია… ზამთრის გარეული ცხოველები ქალაქში…
ყველასათვის საყვარელი “სანტას” ჩრდილოური ირმები და ფუმფულა მელიები, რომლებიც ზამთრის სიცივისა და შიმშილისაგან თავის დასაღწევად ქალაქს აფარებენ თავს…

Read More »

საუკეთესო მომენტები

image

მოგეხსენებათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს საუკეთესო მომენტები, ზოგჯერ ისინი ზედმეტად დაწვრილმანებულია და დეტალებშიც კი გვევლინება, თუმცა დიდ ბედნიერებას გვანიჭებს, სწორედ ასეთი მომენტები აღბეჭდეს ფოტოგრაფებმა თავიანთ ნამუშევრებში, იხილეთ ისინი და გაიზიარეთ მათზე აღბეჭდილი ადამიანების “ბედნიერება”…

ჟაკლინ ჟანონი

Read More »

ყვავილები თოვლში

image

როგორც ვიცით, ზამთარში ბუნება იძინებს, ხოლო გაზაფხულზე – ახალი სიცოცხლისთვის ემზადება, თუმცა ყველა ცოცხალ ორგანიზმს, განსაკუთრებით კი ყვავილებს, ზოგჯერ არ “ეძინება”, ან “უძილობა აქვთ” ნევროზის ფონზე გავითარებული…
თუ თოვლი იჩქარებს და ზამთარს დაასწრებს მოსვლას, ხოლო ეს მცენარეები არ დაიძინებენ, ზუსტად იმ სურათს შევხვდებით, რასაც ამ პოსტში წარმოგიდგენთ….
ყვავილები თოვლში…
ზამთარში…
სიცივეში…
მაგრამ ლამაზი….Read More »

ჯეფო უიტო, ხის საოცრებები

image

ხელოვნება როგორია არაერთხელ გვითქვამს, ის უსაზღვრო და შეუფასებელია. მაგრამ მთავარია რა არის ხელოვნება? ხელოვნებაა როდესაც შეგიძლია არაფრისაგან შექმნა გენიალური! სწორედ, რომ ხელოვანია ჯეფო უიტოც, რომელიც ხის ნაფოტ-ნაგლეჯებისაგან ქმნის გენიალურ, ულამაზეს სკულპტურებს, იხილეთ მისი ნამუშევრები და თავად დარწმუნდით ამ სიტყვებში….Read More »