წარმოუდგენელი კინოფოტოგრაფია 2020 წლის საერთაშორისო ფოტოგრაფიის დაჯილდოებიდან

დრო (პირველი ადგილი / ანალოგი / ფილმი / პორტრეტი)

დროის გამოსახვა ოკეანეში.

ამ პოსტში წარმოგიდგენთ 2020 წლის კინოფოტოდაჯილდოებაზე გამარჯვებულ ნამუშევრებს.

Read More »

უსახლკარო წყვილის მოულოდნელი საქველმოქმედო ქორწილი, 24 წლიანი ერთად ყოფნის შემდგომ

საქორწილო ცერემონიები რამდენიმე მიზანს ემსახურება და ისინი ხშირად სანუკვარი მომენტია წყვილის ცხოვრებაში. საქორწილო ცერემონიალი ხშირად გამოიყენება, როგორც საქორწინო აღთქმისა და წყვილის მიერ საქორწინო კონტრაქტის დადება. წყვილების უმეტესობისთვის საქორწილო ცერემონიალის აქცენტი კეთდება მათ ერთგულებაზე და ერთმანეთის სიყვარულზე. გარდა კანონის შესრულებისა, რამდენიმე მიზეზი არსებობს, რის გამოც ქორწილი აუცილებელია პატარძლისა და საქმროსთვის. სიყვარულისა და ერთგულების ჩვეულებრივი აღქმის გარდა, ყველა ფენის ადამიანს განსხვავებული შეხედულება აქვს იმის თაობაზე, თუ რატომ არის მათთვის ქორწილი ასე მნიშვნელოვანი.

Read More »

საყვარელი ძაღლები საქორწილო ფოტოებზე

ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი საქორწინო ფოტოგრაფიით გატაცებული ვებ გვერდის კონკურსის საუკეთესოფოტოსურათები. მათ ეს კონკურსი გამოაცხადეს საკუთარ სოციალურ ქსელში. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ფოტოგრაფებმა, თავიანთი საუკეთესო ქორწილებისა და ნიშნობის სესიებზე გადაღებული საუკეთესო ფოტოები წარადგინეს ძაღლების მონაწილეობით.

ამ პოსტში წარმოგიდგენთ ფინალისტი ფოტოსურათებიდან ჩემს ფავორიტებს.

Read More »

ლოქდაუნის დროს ფოტოგრაფმა საკუთარ ძაღლებს კრეატიული ფოტოსესია მოუწყო

პოსტში მსურს წარმოგიდგინოთ რია პუცკერი, 23 წლის პროფესიონალი ფოტოგრაფი ავსტრიიდან და მსოფლიოში ყველაზე საყვარელი რამ მისი ანიმალისტური ფოტოგრაფია. ფოტოგრაფის მთავარი თემა ძაღლები არიან! რიას უყვარს მათი უნიკალური პიროვნების ჩვენება და სურს ღიმილი მოჰგვაროს მისი ნამუშევრებით დაინტერესებულ ადამიანებს.

ჩვეულებრივ, რია მათ გარეთ ბუნებრივი განათებით იღებს, მაგრამ გასულ წელს ბევრი რამ შეიცვალა ყველასთვის და ჩვეული ფოტოების გადაღება ვერ შეძლო. ასე რომ, მან რაღაც ახალი მოიფიქრა. გადაწყვიტა გადაეღო ფოტოები საკუთარ სახლში, ოჯახის ძაღლებისთვის. ყველა მათგანი თავშესაფრიდან აიყვანეს და მოსიყვარულე სახლი იპოვნეს რიასთან. როგორც რიამ განაცხადა, მის ძაღლებს უყვართ პოზირება და მათთან მუშაობა ყოველთვის სასიამოვნოა!

Read More »

მას კამერა ჰქონდა და მისი გამოყენების არ ეშინოდა – საბჭოთა კავშირის პირველივე დღეებიდან

ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი ჩვენი თანამედროვე ადამიანის მიერ აღმოჩენილი ბაბუის ფოტო კამერა და მისივე გადაღებული სურათები.

რადგან ავტორს სურდა ანონიმურად დარჩენა სახელები პირობითია.

ფოტომასალის აღმომჩენი დაიბადა ლენინგრაში ებრაულ ოჯახში 1981 წელს. ბაბუამისი დედის მხრიდან, არკადი, გარდაიცვალა მის დაბადებამდე ორი წლით ადრე. ის იყო მოყვარული ფოტოგრაფი და უამრავი სურათი, რომელსაც ამ სტატიაში ნახავთ, მან გადაიღო. ის ასევე იყო: ჯარისკაცი, უნივერსიტეტის ლექტორი სამთო ინსტიტუტში, მწერალი და, რა თქმა უნდა, საკმაოდ მკაცრი, მაგრამ ერთგული მამა და ქმარი.

მან დაუტოვა ოჯახს მრავალი ასეული სურათი. რამდენიმე წლის წინ, შვილიშვილმა საბოლოოდ დავათვალიერა ისინი.

და რამდენიმე საინტერესო ამბავიც აღმოაჩინა.

ამ პოსტში გიზიარებთ რამდენიმე სურათს მისი შემოქმედებიდან.

საბოლოოდ, შვილიშვილმა გადაწყვიტა ფოტომასალის ორ ნაწილად გაყოფა – პირველი ნაწილი (ანუ პოსტში განთავსებული) მოიცავს პერიოდს 1910 – იანი წლების დასაწყისიდან 1950 – იანი წლების დასაწყისამდე, როდესაც დედამისის ძმა დავიდი ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო.

Read More »

ცხოვრება იაკუტიაში

ფოტოგრაფი იღებს იაკუტიაში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას. რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ცივ რეგიონში.

ზამთარი შეიძლება მრავალი ადამიანისთვის საკმაოდ მტკივნეული და მომაბეზრებელი იყოს. ყოველ შემთხვევაში მათთვის, ვინც ცხოვრობს მსოფლიოს იმ ადგილებში მაინც, რომლებსაც აქვთ ცივი ტემპერატურა და თოვლის უზარმაზარი გროვები. ამასთან, რუსეთში, რეგიონში სახელწოდებით იაკუტია, რომელსაც ასევე სახას რესპუბლიკასაც უწოდებენ, მისი ზამთარი -50 გრადუსი ცელსიუსით გამოირჩევა. რეგიონი მოსკოვიდან 5300 კილომეტრში მდებარეობს და თითქმის 1 მილიონი მცხოვრები ჰყავს.

იაკუტიელმა ფოტოგრაფმა ალექსეი ვასილიევმა გადაწყვიტა აღებეჭდა იაკუტიელი ხალხის ყოველდღიური ცხოვრება და ბრძოლები, მას სურს აჩვენოს თუ როგორ გამოიყურება ცხოვრება ასეთ ცივ რეგიონში და რას აკეთებენ ადამიანები დროის გასატარებლად. ფოტოგრაფმა განაცხადა: “წარსულში მე ალკოჰოლიკი ვიყავი. როცა სასმელს თავი დავანებე, სიცარიელის შევსება დამჭირდა, რაც სასმელმა დამიტოვა. შემდეგ ფოტოგრაფია გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ის მასწავლიდა ცხოვრების უფრო დადებითად დანახვას.”

Read More »

საოცარი ჭადრაკის დაფა

ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ დარია ზასედა, რომელმაც შექმნა ქვემოთ მოცემული ჭადრაკის დაფა და ფიგურები. გასაოცარია, რომ ეს საოცრად მიმზიდველი და ფერადი ნამუშევარი მისი პირველი ურთიერთობის შედეგია კერამიკასთან.

მას უბრალოდ სურდა გაეკეთებინა თავისი საკუთარი ჭადრაკის ნაკრები – დაფით და ფიგურებით. მას სურდა თავისი ეს ნაკრები უჩვეულო და ცოტათი გიჟურიც კი ყოფილიყო. რამდენიმე კვირა დასჭირდა მათი დამზადებისთვისა და მოხატვისთვის.

Read More »

მხატვარი, რომელიც თავის ილუსტრაციებში მეუღლესთან ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, კიდევ ერთ ბავშვს აჩენს

იეჰუდა დევირი და მისი მეუღლე მაია პირველად არ წარმიდგენია ჩვენი საზოგადოებისთვის, ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავიანთი ცხოვრებისეული და მეტად უშუალო ილუსტრაციებით. ახლა კი, როდესაც ისინი კიდევ ერთ ბავშვს ელოდებიან, მათ ყოველდღიურრობაზე აგებული ილუსტრაციები კიდევ უფრო მხიარული და სასიამოვნო ღიმილის მომგვრელი გახდა.

Read More »

ცნობილი ადამიანები და მათი ასევე ცნობილი შვილიშვილები

ალბერტ აინშტაინი და ბერნარდ აინშტაინი

ალბერტ აინშტაინის სამი ბიოლოგიური შვილიშვილიდან ერთი, ბერნარ აინშტაინი იყო, ინჟინერი, თავისი კარიერის მანძილზე მრავალი რამ დააპატენტა ელექტრონიკაში.

Read More »

ხელოვნება დეპრესიის წინააღმდეგ

ალბათ ყველასთვის კარგად ცნობილი ფაქტია, რომ დროდადრო ადამიანებს დეპრესია გვიტევს, შესაბამისად ყველა ჩვენგანს ჩვენებური მეთოდები გვაქვს მასთან ბრძოლის. წარმოგიდგენთ საიფ ჰამზას, რომლის ჭიდილიც დეპრესიასთან საოცრად ამაღელვებელი ხელოვნების ნიმუშებით დაგვირგვინდა.

დაახლოებით სამნახევარი წლის წინ იგი პირველად შეიპყრო დეპრესიამ, ამის თავიდან ასაცილებლად კი – ხატვა დაიწყო. ხატვა მისი თერაპია გახდა და შექმნა საოცრად მგრძნობიარე ნამუშევრები რომლებიც გულგრილს ვერ დაგტოვებთ…

Read More »