პლაკატები და აფიშები

image

ეჟენ გრასე. “ასთა სალონის” აფიშა. 1894. პარიზი. დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი.

 

ევროპაში პოლიტიკური პლაკატების, სარეკლამო განცხადებების, თეატრალური აფიშების გაკვრა ქუჩებში XVII-XVIII საუკუნეებში დაიწყეს. საბეჭდი ტექნიკის გამოგონებამ XIX საუკუნეში და შემდგომ მისმა გაუმჯობესებამ, განსაკუთრებით კი ფერადი ბეჭდვის დანერგვამ ახალი ბიძგი მისცა ხელოვნების ამ საინტერესო დარგის განვითარებას. ფერადი პლაკატების გამოშვება ფრანგმა მხატვარმა ჟიულ შერემ დაიწყო 1866 წელს . ასეთი პლაკატები მკვეთრი, ფერადოვანი და თვალშისაცემია.

Read More »

შარჟი და კარიკატურა

image

ანრი ტულუზ ლოტრეკი. ივეტა გილბერი.

 

კარიკატურა – სურათი (უფრო ხშირად გრაფიკული), სადაც გამძაფრებულადაა წარმოდგენილი პერსონაჟების ან საზოგადოების დამახასიათებელი თვისებები. კარიკატურის მიზანია ხუმრობა, დაცინვა, ნაკლოვანებების კრიტიკა, სასაცილო სიტუაციების გადმოცემა.
შარჟი – ადამიანის გამოსახულება, რომელიც განზრახ კომიკურად, ირონიითაა წარმოდგენილი. შარჟში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პერსონაჟის ერთი რაიმე კონკრეტული დამახასიათებელი თვისების გადაჭარბებულად წარმოჩენას.
ერთი შეხედვით, შარჟი და კარიკატურა ხელოვნების არასერიოზულ, ხელოვნების არცთუ მნიშვნელოვან სახეობად შეიძლება მოგეჩვენოთ. მაგრამ ეს ასე არაა. მრავალი დიდი მხატვარი ცდიდა თავის ძალას კარიკატურის სფეროში, მეტიც – კარიკატურის ელემენტებს იყენებდა სხვა, სერიოზული ჟანრის ნაწარმოებებში. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ასეთი ხერხები XIX საუკუნის ხელოვნებაში.
კარიკატურისა და შარჟის მეშვეობით მხატვრები არა მარტო კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ ზოგადად ადამიანებისთვის ჩვეულ ნაკლოვანებებსაც დასცინიან – ამპარტავნებას, სიხარბეს, შეუბრალებლობას, სიბრიყვეს გულგრილობას.

Read More »

სახვითი ხელოვნება და წიგნი

image

წიგნის დასურათება ოდითგანვე სახვითი ხელოვნების მნიშვნელოვანი სფერო იყო. შუა საუკუნეებში, როდესაც არ არსებობდა ბეჭდვითი ტექნიკა, წიგნები ხელით იწერებოდა და ხელითვე იხატებოდა. მხატვრები-მინიატურისტები და გადამწერები კალიგრაფები – ხბოს ტყავის ეტრატზე თუ პაპირუსის გრაგნილზე ერთ წიგნის შესრულებას ხშირად რამდენიმე თვეს ანდომებდნენ. ადვილად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ძვირფასი და იშვიათი ნივთი იყო იმ ეპოქაში წიგნი.Read More »

რა არის დიზაინი?

image

კრისტიან დორი. კაბა-პალტო. 1947

 

დიზაინი – ფართო გაგებით დიზაინი დაპროექტებას ნიშნავს. დიზაინს ნებისმიერი ახალი საგნის – ინსტრუმენტის, მოწყობილობების, სამოსის, აქსესუარების – შექმნას უწოდებენ. დიზაინის სფეროებია ინტერიერის გაფორმება, დაზგები, ავეჯი, სამოსი და სხვ.
არქიტექტურასთან ერთად დიზაინი იმ მატერიალურ გარემოს ქმნის, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს და მასში სილამაზე შეაქვს. იგი მჭიდროდაა დაკავშირებული მეცნიერებასა და ტექნიკასთან. დიზაინერის მიერ შექმნილი საგნების ფორმა მათ დანიშნულებას უნდა შეესაბამებოდეს; ისინი მოხერხებული უნდა იყოს ხმარების, გარეგნობია – ლამაზიდა სასიამოვნო და ა.შ.

Read More »

სხვადასხვა ეპოქის და ხალხის გამოყენებითი ხელოვნება

image

ერთი შეხედვით შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნას, რომ გამოყენებითი ხელოვნება ხელოვნების სხვა დარგებთან შედარებით ნაკლებად ფასეული დარგია. ეს მცდარი შეხედულებაა – უძველესი დრიდან გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები დიდ როლს თამაშობდნენ კაცობრიობის კულტურაში, მათ შექმნასს არა ნაკლები ყურადღება ეთმობოდა, ვიდრე ქანდაკებისა თუ ფერწერული ტილოების. ძველი სამყაროს ავეჯი, საიუვილერო ნაწარმი, ჭურჭელი, იარაღი თავისი დიდებულებითა და დახვეწილობით გვაოცებს.Read More »

მსოფლიო არქიტექტურის საოცრებანი

 

image

ადამიანი ჯერ კიდევ უძველეს ხანაში ქმნიდა არქიტექტურულ საოცრებებს. ეს ნაგებობები იმდენად გრანდიოზული და სრულყოფილია, რომ XXI საუკუნეშიც კი იწვევს ჩვენს გაოცებასა და აღტაცებას.

Read More »

მსოფლიო ქანდაკების შედევრები

image

უძველესი ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში ქმნიდა ქანდაკებებს: ეს ძირითადად ცხოველთა და პირველყოფილ ღვთაებათა გამოსახულებებია.
ძველი აღმოსავლეთის ხელოვნებაში ქანდაკებას სრულიად განსაკუთრებული ადგილი ეჭირა: მოქანდაკეები კოლოსალურ ქანდაკებებს ქმნიდნენ, რომლებშიც სახელმწიფოს ძლიერება და სიდიადე იყო განსახიერებული, ისინი აგრეთვე გარდაცვლილთა ნიღბებს აკეთებდნენ და შემდეგ საოცარ ცოცხალ, მეტყველ პორტრეტებს ქმნიდნენ. სასახლეების და ტაძრების კედლები უმშვენიერესი რელიეფებით იყო მორთული. ძალზე განვითარებული იყო აგრეთვე მცირე ზომის ქანდაკებაც.

Read More »

ნატურმორტის ისტორიიდან

image

ნატურმორტს ხელოვნებაში უსულო საგნების გამოსახულებას უწოდებენ. სიტყვა “ნატურმორტი” ფრანგული წარმოშობისაა და “მკვდარ ბუნებას” ნიშნავს. მისი სახელწოდება ინგლისურად და გერმანულად ჟღერს როგორც ” წყნარი ცხოვრება”. ამ სახელწოდებაში ხაზგასმულია, რომ ნატურმორტი იმ უბრალო საგნებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია – ჭურჭელი, ხილი, ყვავილები და სხვა. ნატურმორტი სახვითი ხელოვნების დამოუკიდებელი ჟანრია.

Read More »

რატომ გავიდნენ მხატვრები პლენერზე?

image

პეიზაჟის განვითარების ისტორიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს XIX საუკუნის ფრანგმა მხატვრებმა, რომელთაც იმპრესიონისტები უწოდეს. სწორედ ამ მხატვართა შემოქმედებაში დამკვიდრდა ღია ცის ქვეშ, ანუ პლენერზე ხატვა.

მართალია მანამდე ბარბიზონელებიც გავიდნენ პლენერზე, მაგრამ განსხვავება მათ შორის ის იყო, რომ ბარბიზონელები ხატვას სახელოსნოში ასრულებდნენ, იმპრესიონისტები კი ბუნებაში.

1874 წელს პარიზში ნადარის ფოტოატელიეში შემდგარი გამოფენის მონაწილე მხატვრები არაკეთილგანწყობილმა ჟურნალისტმა ლუი ლერუამ “შთაბეჭდილების მხატვრებად” მონათლა. განსაკუთრებული კრიტიკის საგნად კი სწორედ მონეს სურათი “მზის ამოსვლა : შთაბეჭდილება” იქცა. მალე ამ მხატვრებს ოფიციალურადაც იმპრესიონისტებს უწოდებდნენ. ეს მხატვრები კი იყვნენ:Read More »

პეიზაჟის ისტორიიდან, ანუ როგორ იქცა ბუნება ხელოვნების ნაწარმოების მთავარ მოქმედ პირად

image

პეიზაჟი – სახვითი ხელოვნების ჟანრი (ნაირსახეობა), რომლის ნიმუშებიც აისახება ბუნების, გარემოს ხედები.
მეცნიერებმა პეიზაჟის ელემენტები ჯერ კიდევ უძველესი ხანის ნიმუშებში აღმოაჩინეს. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ძველი სამყაროს კედლის მოხატულობები.
1748 წელს არქეოლოგიური გათხრებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს საუკუნეების განმავლობაში ვულკანის ფერფლში ჩამარხული ქალაქის – პომპეის ნანგრევები, კერძოდ, სახლები კედლის მხატვრობის საოცარი ნიმუშებით, მათ შორის პეიზაჟებით.
მეოცე საუკუნის დასაწყისში საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, მის ძველ დედაქალაქ კნოსში, აღმოჩენილიქნა სასახლის ნანგრევები, რომლებიც აგებული იყო ძვ.წ. XVII-XV სს-ებში . უზარმაზარი დარბაზების კედლებზე არქეოლოგებმა უძველესი დროის მხატვრობის შემოქმედება იხილეს; მრავალგვარი მცენარის, ცხოველის გამოსახულება ბუნების და ყოფის ამსახველი სცენები.Read More »