ბევრმა თქვენგანმა ისედაც იცით, რომ პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ და შესაბამისად ხშირად დავდივარ გამოფენებზეც, ამ კონკრეტულ ვიდეოში მსურს რამდენიმე გამოფენის , რომელიც ბოლო დღეებში ვინახულე, მცირე კოლაჟი და მიმოხილვაც გაგიზიაროთ.
Read More »ჰილჯაინენ კანსა: სუომუსალმის მდუმარე ხალხი, ფინეთი
ავტომობილთა მძღოლებს, რომლებიც მოძრაობენ გზატკეცილზე N5, ფინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, პატარა ქალაქ სუომუსალმის ჩრდილოეთით, დაახლოებით 30 კილომეტრში, თავისებურად უცნაური სანახაობა ხვდებათ. თითქმის ათასი ფიგურისაგან შემდგარი ბრბო ჩუმად დგას გზის მახლობლად მინდორზე. დილაობით, მათ უკან ამომავალ მზის სინათლესთან ერთად, ეს უმოძრაო არმია მღელვარედ და დამმუქრებლადაც კი გამოიყურება. მაგრამ, როდესაც მსუბუქი ნიავი მათ ფერად კაბებს აფრიალებს და უბერავს მათ უძრავ სხეულებს, ისინი თითქოს ცოცხლდებიან
მისტიკური ფიგურების ეს არმია, რომელსაც ფინურად „ჩუმი ხალხი“ ან „ჰილჯაინენ კანსა“ ჰქვია, ადგილობრივი არტისტის რეიხო კელას შემოქმედებაა. ისინი პირველად 1988 წელს გამოიფინეს მინდორში ლასილაში, ჰელსინკის უბანი. მოგვიანებით, 1994 წელს, ისინი გამოიფინა ჰელსინკის სენატის მოედანზე, შემდეგ მდინარე ჯალონუომას ნაპირებზე და საბოლოოდ გადავიდა ამ ადგილას 1994 წელს.
Read More »წმინდა ბართლომე
ფოტოზე წარმოდგენილი ქანდაკება გამოსახავს წმინდა ბართლომეს სახელით ცნობილ რელიგიურ პიროვნებას, მოწამეს ადრე ქრისტიანული პერიოდიდან, რომელიც, სავარაუდოდ (როგორც ცნობილია), ცოცხლად გაატყავეს.
თუ კარგად დააკვირდებით, ქანდაკებაზე კარგად ჩანს მისი ჩამოწელილი კანი, ჩამოკიდებული მისივე სხეულის გარშემო, რაც მეტაფორულად მისი წამების ფაქტის და ხერხის აღსაწერად აქვს ავტორს ხაზგასმული. 1562 წელს შექმნილი, მარკო დ’აგრატეს ეს განსაცვიფრებელი ნამუშევარი ამჟამად გამოფენილია მილანის დუომოში.
ლევან სონღულაშვილის გამოფენა, სახელწოდებით „Ad Infinitum“
თბილისის კულტურის კვირეულის ფარგლებში Factory Tbilisi-ში ლევან სონღულაშვილის გამოფენა, სახელწოდებით „Ad Infinitum“ გაიმართა.
და მეც, როგორც ყველაზე ყველაზე „ხვალემენმა“ ბოლოს წინა დღეს მივუსწარი.
როგორც წესი, ბოლო დროინდელი ქართული ხელოვნებით (უფრო სწორად კი იმ ხელოვნებით, რომელსაც კარგად არეკლამებენ, ყიდიან, გამოფენის სახეს აძლევენ და ამარტივებენ ჩვენამდე, მოკვდავებამდე მოტანას, აღფრთოვანებული არ ვრჩები ხოლმე).
უფრო მეტიც, ძირითადად თვალებიდან სისხლი მომდის.
თუმცა, ეს ის შემთხვევა არ არის. ლევანის სხვა, ძველი ნამუშევრებიც მქონდა ნანახი, ამ გამოფენის ხილვაც სწორედ ამიტომ უფრო მსურდა, მაინტერესებდა რამდენად განვითარდა თავად არტისტი.
ვიტყვი, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი…
აღსანიშნავია, პირველ რიგში გარემო, რომელიც ექსპოზიციას ძალიან მოუხდა. ჩაბნელებული სივრცე, ლოკალური განათებებით.
სწორედ ეს განათებები აძლევდა დამთვალიერებელს ტილოების მთელი სიმძაფრით აღქმის საშუალებას.
Read More »სოლიდარობა ირანელ ქალებს – ირანელი ხელოვანი ქალები!
Top 15 – ანიმე დრამა სერიალი
მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი რჩეული ტოპ 15 დრამა ანიმე სერიალი, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სიაში არ შემიტანია ისეთი ცნობილი ანიმეები როგორებიცაა, ნარუტო, ბლიჩი, კოდ გეასი, ჯოჯოხეთის გოგონა, სიკვდილის დღიური და ა.შ. კონკრეტულად კი ისინი, რომლებიც ყველა ანიმეს მოყვარულს უნახავს, რადგან მათ შესახებ ისედაც ყველამ იცის, ჩემი პოსტი კი ერთგვარი რჩევაა მათთვის ვინც არ იცის რას უყუროს:
Read More »ოდესღაც vs ახლა
ამ პოსტში მსურს წარმოგიდგინოოთ სხვადასხვა ხალხის წარსულის რეფოტორგრაფიები. სხვადასხვა ადგილებში, დროის სხვადასხვა პერიოდში. ეს ნამდვილად გასაოარია. მათი დათვალიერებისას თითქოს დროის პორტალს უახლოვდებით და ერთ დროულად დროის ორ პერიოდში თანაარსებობ!
Read More »როგორები იქნებოდნენ ცნობილი ადამიანები დღეს
როგორები იქნებოდნენ ცნობილი ადამიანები დღეს – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
“ვფიქრობ, უმეტესობამ იცის, რომ მოცარტი არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლასიკური მუსიკოსი – ბავშვობიდან მოყოლებული. მას ბუნებრივად ჰქონდა ღია თმა და დიდი ცისფერი თვალები და მეგობრების აზრით საკმაოდ პერონალურად გამოიყურებოდა. ისინი მას ახასიათებდნენ როგორც პატარა კაცი, ძალიან უყვარდა ხუმრობა, ბინძური იუმორის გრძნობით. ის უბრალოდ არასდროს იდგა – მუდამ ნერვიულობდა ან თითქოს რაღაცაზე ფიქრობდა. არსებობს მოცარტის რამდენიმე დადასტურებული პორტრეტი დახატული მის სიცოცხლეში. მათგან ყველაზე ზუსტი ზემოაღნიშნულია, რომელიც დახატულია მისი ძმის მიერ და ითვლება, რომ დაუმთავრებელია. ძალიან ცუდი ხარისხის გამო რეკონსტრუქციის ავტორმა ეს ფოტო ვერ გამოიყენა. მოცარტის დამ ნანერლმა თქვა, რომ „ არასოდეს მინახავს ამდენი პორტრეტი (ჩემი ძმის), რომლებიც ასე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მაგრამ, მიუხედავად ამისა, არსებითად ყველა მას ჰგავს“.
Read More »როგორები იქნებოდნენ ცნობილი ადამიანები დღეს – მერი შოტლანდიის დედოფალი
ყოველთვის მაოცებდა ეს შთამბეჭდავი სიკვდილის ნიღაბი, რომელიც, როგორც ამბობენ, შოტლანდიის დედოფალ მერის სახიდან იქნა აღებული მისი სიკვდილით დასჯისთანავე, 1587 წელს. ნიღბის შესახებ, რომელსაც ლენოქსლავის ნიღაბი ეწოდება მცირე დეტალები საკამატოა. ის გადაეცემა თაობებს. ცოტა დაუზუსტებელია არის თუ არა ეს მართლაც მერი. მერის სხვა პორტრეტები გარეგნულად საკმაოდ განსხვავებულად გამოიყურებიან, თუმცა მათ აქვთ იგივე ლამაზი ცხვირი, ფართო წარბები და დახვეწილი ზედა ტუჩი. თუმცა, სახის ფორმა ბევრად განსხვავებულად არის დახატული, ვიდრე აქ არის გამოსახული. ამბობდნენ, რომ მერი ძალიან ლამაზი იყო. მისი სიკვდილის ნიღბები ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე მისი იმ დროს შექმნილი პორტრეტები. სურათზე გამოსახული მერი დაახლოებით ორმოც წელს გადაცილებულია, დაახლოებით 44 წლის, რა ასაკშიც ის სიკვდილით დასაჯეს. კიდევ ერთი საეჭვო მიზეზი ნიღბის ავთენტურობისა, არის მისი სიმშვიდე და ახალგაზრდული იერი – 40 წელს გადაცილებული ქალის სახეზე ერთ ნაოჭსაც ვერ ვხვდებით. ასევე ამბობდნენ, რომ სიკვდილით დასჯის დროს მას თეთრი, გაჭაღარავებული თმა ჰქონდა, პატიმრობის სტრესის გამო, რაც სავარავუდოდ, მის კანსაც დააჭკნობდა. სურათზე ვხვდებით მერის თავისი ბუნებრივი წითელი თმით, რათა უფრო ზუსტად დავინახოთ, როგორ გამოიყურებოდა იგი თავისი ცხოვრების უმეტეს პერიოდში.
Read More »