საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

imageსაქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესი მუზეუმია. მას საფუველი 1080 წელს ჩაეყარა, როდესაც დაარსდა ე.წ. კავკასიის მუზეუმი: მის კოლექციაში შევიდა როგორც ქართული, ასევე მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები.Read More »

ერმიტაჟი (პეტერბურგი, რუსეთი)

imageXVIII საუკუნეში წარჩინებულ პირთა ვიწრო წრის დასასვენებელ და გასართობ ადგილს ერმიტაჟი უწოდეს. ხშირად ერმიტაჟში თავს უყრიდნენ ხელოვნების ნიმუშებს.

დედოფალმა ეკატერინე II-მ ცნობილი იტალიელი არქიტექტორის რასტრელის მიერ აშენებული ზამთრის სასახლის ერთ ნაწილში საკუთარი ერმიტაჟი მოაწყო. მისივე დავალებით რუსეთის ელჩებმა და საგანგებო აგენტებმა დაიწყეს სკულპტურული და ფერწერული ნამუშევრების შეძენა, რომლებიც “განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებდნენ.”Read More »

დრეზდენის ნაციონალური გალერეა (დრეზდენი, გერმანია)

imageგალერეის ისტორია XVI საუყუნეში იწყება, როდესაც საქსონიის კურფიურისტებმა დრეზდენის სასაქლეში ეთნოგრაფიული იშვიათობების, მინერალების, აგრეთვე მინიატურების, გრავიურებისა და სურათების შეგროვება დაიწყეს. 1754 წელს იტალიის ქალაქ სან-სისტოს ბერებისაგან შეძენილ იქნა რაფაელის სიქსტეს მადონა, რომელიც გალერეის კოლექციის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპონატია. გალერეა მდიდარია აგრეთვე ტიციანის, ვერონეზეს, ჯორჯონეს, რემბრანდტის, ველასკესისა და სხვა უდიდეს ფერმწერთა ტილოებით…Read More »

ლუვრი (პარიზი, საფრანგეთი)

imageლუვრი არქიტექტურული ძეგლია. იგი თავდაპირველად სამეფო სასახლეს წარმოადგენდა, შემდგომში კი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სამხატვრო მუზეუმად იქცა. ლუვრის მშენებლობა დაიწყო XIII საუკუნეში ერთ-ერთი ციხე-დარბაზის ადგილზე.

ლუვრის პირველ ექსპონატებს შეადგენდა საფრანგეთის მეფის ფრანცისკ I-ის მიერ ფონტებლოს სასახლიდან გადმოტანილი ფერწერული ნამუშევრები.Read More »

თეატრალური ხელოვნების მრავალფეროვნება

image

თეატრის მრავალი სახეობა არსებობს.

დრამატულ თეატრებში დრამები, ტრაგედიები, კომედიები იდგმება.

მუსიკალურ და საოპერო თეატრში წამყვან როლს მუსიკა თამაშობს. მათში ოპერები, ბალეტები, ოპერეტები, მუსიკალური კომედიები, მიუზიკლები იდგმება.

არსებობს საბავშვო და მოზარდ მაყურებელთა თეატრებიც, მათში სპეციალურად ნორჩი მაყურებლისთვის განკუთვნილი პიესები იდგმება.Read More »

თეატრის ისტორიიდან

imageთეატრალურ ხელოვნებას საფუძველი უძველეს სახალხო დღესასწაულებსა და თამაშობებზე ჩაეყარა. ამ სანახაობებშუ უხვად იყო ჩართული დიალოგები, სიმღერები, ცეკვები. მონაწილეები იყენებდნენ ნიღბებს და ამ ნიღბების შესაბამის სამოსს.

თეატრი უდიდესი მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენდა ძველ საბერძნეთში. თითქმის ყველა ქალაქს ჰქონდა თავისი თეატრი, რომელიც ღია ცის ქვეშ იყო მოწყობილი.Read More »

ანიმაციური ფილმები

image

ანიმაცია XX საუკუნის მონაპოვარია. მას კომიქსების გავლენით ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაეყარა საფუძველი.

ანიმაცია – კინოწამოების სახეობა; მისი საფუძველია კადრობრივად გადაღებული ნახატი ან მოცულობითი ფიგურების სურათები(თოჯინური ფილმი), რომლებიც მოძრაობათა თანმიმდევრობას ქმნის. ასეთი სურათების სწრაფი მონაცვლეობა ეკრანზე მოძრაობის ილუზიას წარმოშობს.Read More »

კომიქსები

image

კომიქსი პატარა მოთხრობაა, რომელშიც ამბავი სურათების თანმიმდევრობით და მოკლე-მოკლე ტექსტებითა და დიალოგებით არის გადმოცემულ. პერსონაჟების ნათქვამი კომიქსში სპეციალურ ჩარჩოშია მოთავსებული, ჩარჩო წვერით ამ პერსონაჟის გამოსახულებას უერთდება, რომელიც ამ სიტყვებს წარმოთქვამს. კომიქსი მარცხნიდან მარჯვნივ “იკითხება”. როგორც ჩვეულებრივი ტექსტი.Read More »