banksy პანდემიას ეხმაურება…

ყველასათვის კარგად “ცნობილი” და ამავე დროს სრულიად უცნობი, საკმაოდ სკანდალური, ინგლისში მცხოვრები ანონიმური ქუჩის მხატვარი ბენქსი კვლავ ყურადღების ცენტრშია, თავის კიდევ ერთ დამაფიქრებელ ხელოვნების ნიმუშთან ერთად.(ალბათ ყველას ახსოვს “ბუშტიანი გოგონას” შემთხვევა)

მის ახალ ნამუშევარში გამოსახულია ასაკოვანი, თავშლიანი ქალბატონი, ცხვირსახოცით ხელში. მას ცხვირსახოცთან ერთად ხელჯოხი და ჩანთაც ხელთ ეპყრო, თუმცა, სურათზე გამოსახული კონკრეტული მომენტიდან გამომდინარე, სადაც ქალბატონი აცემინებს, , ხელჯოხიცა და ჩანთაც ხელიდან უცვივდება, ისევე როგორც საკუთარი კბილები (პროტეზი) პირიდან.

COVID- ის თემატური ნამუშევარი გამოჩნდა ვეილის ქუჩაზე, ბრიტანეთის ერთ-ერთ ციცაბო საცხოვრებელ გზაზე. ხუთშაბათს, ბენქსი ინტერნეტსივრცეში საკუთარ სოციალურ ქსელებში ადასტურებს ნამუშევრის ავტორობას. ამასთან, პოსტში გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტოსურათიც მოხუცი ქალბატონისა და დაასათაურა როგორც “ააჩო”…

Read More »