ლევან შელია – გაშიშვლებული სული, ხორცი…. +16

image

სურათი წარმოდგენილია ლოკალური ფერებით, მასზე გამოსახულია
თვალებმინაბული ფეხმორთხმით მჯდარი, თითქოს მთვლემარე მსუქანი ქალი, რომელიც ფროიდისეულ
მსუქან ქალს ძალიან ჰგავს, ქალის გვერდით კი მის მხარზე სახედაყრდნობილი, თვალებმილულული
და ქალის სხეულს შემოჭდობილი გამხდარი მამაკაცია მიხუტებული. საინტერესოა მხატვრისმიერი
ადამიანთა ფერების აღქმა. მსუქანი ქალბატონის კანის ფერი მხატვარმა ვარდისფერით გადმოსცა,
მამაკაცისა კი ცისფერით.Read More »

ზურაბ ნიჟარაძე (სიშიშვლე)

image

პოსტმოდერნიზმის ხანაში არსებულ სიშიშვლეზე საუბრსას,
გვერდს ვერ ავუქცევთ ზურაბ ნიჟარაძეს და მის „ხორციან“, „სისხლსავსე“ შიშველ ქალბატონებს.
მხატვრის ხელოვნების თვალის გადავლებაც კი ცხადლივ წარმოგვიდგენს მუდმივ ძიებებში მყოფ
მხატვარს. მის ნამუშევრებში ჭარბობს ზეთის საღებავების ფართო დიაპაზონის ფერადოვანი
პალიტრით შესრულებული ნამუშევრები, თუმცა, მხატვარი მუშაობს სხვა მასალებითაც- პასტელით, ტემპერით,
გუაშით, სანგინით, სოუსით, ფანქრით, ნახშირით, შერეული ტექნიკით, მაგრამ რითიც უნდა
იყოს შესრულებული ნამუშევარი, მასში ცხადად იკვეთება ფერმწერის ხედვა. ზურაბ ნიჟარაძის შიშველი ქალების უმეტესობა მუხლამდეა
გამოსახული, მომენტალურ, თითქოს შერჩეულ მოძრაობაში. ზურაბ ნიჟარაძეს გამოკვეთილად
ინდივიდუალური ფერთა პალიტრა აქვს, ამავდროულად
თავისებურიც: დასაწყისში მუქი, თბილი ტონებია, სჭარბობს წითელ-ნარინჯისფერი და ლურჯი-იისფერი.Read More »

თენგიზ მირზაშვილი, „ჩუბჩიკა“

image

როგორც ჩვენთვის ცნობილია, 1960-იანი წლები საბჭოთა
კავშირში პოსტსტალინური ლიბერალიზაციის და ე.წ. „დათბობის“ პერიოდი იყო. ხელოვნების
ნიმუშები ის არქეტიპებბია, რომლებშიც კარგად აისახა იმ დროინდელი ახალგაზრდობის სულიერი
მდგომარეობა. ცენზურის შერბილებამ და დასავლეთისაკენ ოდნავ შეხსნილმა კარიბჭემ მათში
მისწრაფებები გააღვიძა და უფლება მიეცათ უფრო ბუნებრივები ყოფილიყვნენ. რადგან უფლება
მიეცათ კარს მიღმა გახედვის, იქიდან შემოჭრილ ინფორმაციებს დაეწაფნენ. ისინი შეეცადნენ
გათავისუფლებულიყვნენ სიცრუისაგან და თავი დაეღწიათ პროვინციალიზმისგან. დაბადეს შინაარსი
და თემა, ჩამოაყალიბეს ფორმა…Read More »

ედმონდ კალანდაძე

image

ჩვენი კვლევის საგნით (სიშიშვლეს ფერწერაში) დიდი ადგილი
ჰქონდა დათმობილი ედმონდ კალანდაძის შემოქმედებაში. მის ფერწერას შეიძლება პირობითად
„იმანენუტური“ ფერწერა ეწოდოს. აქ ფერწერის, როგორც ძალზე სპეციფიკური სამეტყველო
ენის ყველაზე ძირეულ პრობლემატიკასთან უძნელესი „ბმა“ იჩენს თავს – კერძოდ იგულისხმება
ფუნდამენტური პრობლემები სივრცისა და სიბრტყის, მასალის პირობითობის, ზოგჯერ ნიშნობრივობისა
და სახვითობის პლასტიკურობისა და დემატერიალიზაციის, სუფთა ფერისა და რთულშედგენილის
და ა.შ. ურთიერთმიმართებებისა.
საინტერესოა, რომ მის „ნიუებში“ ქალის სხეული იქცევა
არა მხოლოდ „ზოგადქალური“ საწყისის წარმოჩენად, არამედ ზოგან, გადაჭარბებულად, „კოსმიურ-მითოლოგიზებულ“
სასშტაბსაც კი იძენს, იმდენად ძალუმია მათში რაღაც ანომიური, „ყოვლის მომცველი“ ვიტალური
ძალა. Read More »

ელენე ახვლედიანი სხვა რაკურსით

image

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ყველასათვის კარგად ცნობილი,
პეიზაჟისტი, ქალი მხატვარი, ელენე ახვლედიანი (რომელიც მთელ თავის სინაზეს თბილისურ
პეიზაჟებში აქსოვდა), ასევე დაინტერესდა სიშიშვლის თემატიკით და პარიზში ყოფნის ჟამს
შექმნა „ნიუების“ სერია. მხატვრის მოღვაწეობის ხანაში, ჩვენს ქვეყანაში მკვიდრდებოდა
სტერეოტიპული დამოკიდებულება ჰეროიკული გმირებისა და ისტორიული ფაქტებისადმი. რა საკვირველია,
ისევე, როგორც ყველა სხვა სფეროში, ხელოვნებაშიც იქმნებოდა შესაბამისი სტერეოტიპები.Read More »