ფრანგული კინო 1946-49 წლებში

image

ეს არის ომის შემდგომი პერიოდი. როდესაც ფრანგულ კინოში არა ერთი პრობლემა გაჩნდა. კინემატოგრაფიული ინდუსტრიის ორგანიზების კომიტეტი გადაკეთდა ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრად და მის ფუნქციებში შედიოდა კინოს წარმოება-გასაღების კონტროლი, არაკომერციული კინოსათვის ხელის შეწყობა და ა.შ.
გაფორმდა ამერიკასა და საფრანგეთს შორის ხელშეკრულება, რის შედეგადაც ფრანგულ კინობაზარზე შემოდიოდა ჰოლივუდური პროდუქცია. ბევრამ ეს ღალატად ჩათვალა. სახელმწიფო შეეცადა რომ ჰოლივუდის ფილმები ნაკლები ყოფილიყო, მაგრამ 60% მაინც დაიკავა.
დღის წესრიგში დადგა ახლო წარსულის ამსახველი კინოსურათების გადაღება. აქტუალური იყო ფილმები წინაარმდეგობის მოძრაობაზე, რათა აუდიტორიას ინფორმაცია ქონოდა სამშობლოს გმირებზე. ამ მხრივ რენე კლერის ფილმი „რელსების ბრძოლა“ იყო გამორჩეული, რომელმაც ჟორჟ მელიესის პრიზი საუკეთესო ფილმისათვის და შემდგომ კანის ფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს პალმა“ მიიღო.Read More »

იტალიური კინოსამსახიობო სკოლა

 

image

1932 წელს რომში, წმინდა ჩეჩილიას აკადემიაში ალესანდრო ბლაზეტის თაოსნობით გაიხსნა პირველი კინოსკოლა იტალიაში. მართალია მან მხოლოდ ორ წელს იარსება, მაგრამ ბლაზეტის ძალისხმევა არ დაუშურებია, რომ სტუდენტებისათვის სათანადოდ ესწავლებინა კინორეჟისურის საფუძვლები.Read More »

კინოპოლიტიკა აშშ-ში 30იან წლებში

image

როდეაც ხმოვანი კინოს ბუმმა გადაიარა, ჰოლივუდსაც მოედო ეკონომიკური დეპრესია. კინოკომპანიებს სეროზული საფრთხე დაემუქრათ, თუმცა მათ დროეულად მოახერხეს სათადარიგო ზომების მიღება და სიტუაციიდან გამოსვლა ახალი ინვესტორების მიზიდვით. კინოკომპანიების ორი მთავარი დაჯგუფება შეიქმნა. პირველში იყვნენ „პარამაუნდი“ „მეტრო-გოლდვინ-მაიერი“, „ფოქსი“, „უორნენ ბრაზერსი“, და „არქეიოუ“ – მათ „დიდი ხუთეული“ ეწოდა და მათ ჰქონდათ ვერტიკალურად ინტეგრირებული სტრუქტურა (წარმოება, დისტრიბუცია, და დემონსტრაცია), ხოლო მეორე ჯგუფში ის კინოკომპანიები იყვნენ, რომლეთაც ეს სტრუქტურა არ ჰქონდათ. ესენი იყვნენ – „იუნივერსალი“, „იუნაიტედ არტისტი“, „ქოლამბია“ („პატარა სამეული“) . „პატარა სამეულს“ მხოლოდ საკუთარი კინოდარმაზები არ ჰქონდათ.Read More »

კინოპოლიტიკა აშშ-ში 40-იან წლებში

image

40-იან წლებში ამერიკა ჩაება ომში და მისი ფინანსურ-საწარმოო გეგმები მთლიანად შეიჩვალა. თუ ადრე ჰოლივუდურ ფილმებს ებრძოდა, ახლა პირიქით – ჰოლივუდი სჭირდებოდა პროპაგანდისტული ფილმებისათვის. ამიტომაც კინოკომპანიებმა დაამატეს საომარი ფილმები. კინოსურათები იყო ჯაშუშებზე, სასიყვარულო ისტორიაზე, სადაც წყვიელბი სამშობლოსადმი მოვალეობის აღსრულების მიზნით ერთმანეთს შორდებოდნენ და სხვ. საომარმა ფილმებმა ძალიან გაამართლა. მაყურებელს იმდენად მოსწონდა რომ იმ პერიოდისათვის კინოთეატრებში კვირაში 85 მილიონი მაყურებელი დადიოდა.Read More »

„ფრანგული ხარისხის“ ფილმები

image

50-იანი წლების ფრანგულ კინოში წინ წამოიწია ახალმა პოლიტიკამ, რომელიც მოიცავდა „ფილმ დ’არისაკენ“, ანუ სუფთა ფრანგული კინოპროდუქციისაკენ ერთგარ დაბრუნებას. ასეთ ფილმებს „ფრანგული ხარისხის“ ფილმებს ეძახდნენ. ამ მხრივ იღებდნენ ძვირადღირებულ ფულმებს: ეკრანიზაციებს და ისტორიულ დრამებს, სადაც ძალიან ცნობილ მსახიობებს ათამაშებდნენ. მათგან აღსანიშნავია „წითელი სასტუმრო“ ონოდე დე ბალზაკის რომანის მიხედვით.Read More »

კომედია ალ იტალიანა

image

კინოკომედიას ყოველთვს განსაკუთრებული ნიშა ეკავა იტალიურ კინოში, თუმცა მალე გამოჩნდა მისი ახალი მიმართულება „კომედია ‘ ალ იტალიანა“, რომელსა ზოგჯერ ჟანრადაც ასახელებენ. მისთვის დამახასიათებელი იყო მწვავე ცინიზმი ენერგიული და ექსპანსიური კომიკური ტიპაჟები და სიტუაციები, ამ ჟანრის პირველი ნიმუში „ჩვეულებრივი უცნობები“ ამერიკული კრიმინალური კინოს ერთგვარი პაროდის, გადაიღო გამოცდილმა მარიო მოჩინელიმ რასც მოჰყვა კიდევ არაერთი ასეთი ნამუშებვარი. „კომედია ალ’ იტალიანას“ სტრუქტუა წლიდან წლამდე იცხვეწებოდა, Read More »

ვესტერნები 30-იან წლებში.

image

მდიდარი ტრადდიციების ჟანრი ვესტერნი ხმოვანი კინოს პირველ ხანებში თავისებურად დაიჩაგრა, თუმცა ჰოლივუდი იმი სგათვალისწინებით, რომ მასაც ჰყავდა გულშემატკივარი მაინც აკეთებდა ვესტერნებს ოღონდ მცირებიუჯეტიან პროექტებს. ამ ჟანრის წინა დეკადის პოპულარული მსახიობები: ბაკ ჯოუნზი, კენ მეინარდი, ტმ მიქსი, და სხვები მხოლო „ბ“ კლასის კინოსურათებში თამაშობდნენ. 1935 წელს კინოკომპანია „რიფაბლიქსმა“ მიიწვია მომღერალი ჯინ ოტრი დაარქვა „ მომღერალი კოვბოი“ და ათამაშებდა ახლებურ ვესტერნებში, რომლებშიც მთავარი პერსონაჟის ძირითად იაღარი იყო გიტარა.
ჯონ ფორდის ფილმი „დილოჟანსი“ წარმოადგენდა როგორც ვესტერნისადმი ახალი მიდგომებისა და მისი მომავალი აღორძინების სიმბოლო. იმ ხანად ეკრანული სიცოცხლე იხილა კიდევ რამენიმე ვესტერნმა: სესილ დემილის იუნიო პასიიქსმა, მაიკლ კერტიზის „ჯონ სიტიმ“, ჰენრი კინგის „ჯესი ჯეიმზმა“, რომლებიც ითვლებიან ჟანრის მშვენებად.Read More »

მიქელანჯელო ანტონიონი

image

ვიტორიო მუსოლინიმ „ჩინესში“ თავი მოუყარა ნიჭიერ ახალგზარდებს მათ შორის იყო მიქელანჯელო ანტონინი.
1950 წელს მიქელანჯელო ანტინიმ თავის პირველ მხატვრულ ფილმში „ერთი სიყვარულის ქრონიკა“ კრიტიკის ყურადღება მიაპყრო ბურჟუაზიულ ფსიქოლოგის ანალიზით.
ილუზიასა და რეალობას შორის კონფლიქტია გგამოკვეთილი სატირულ კინოკომედიაში „თეთრი შეიხი“ რომელიც უნდა გადაეღო ანტონინის საბოლოოდ კი გადაწყდა ფედერიკო ფელინი.Read More »

პოეტური რეალიზმის წინამორბედი ფილმები

image

პოეტური რეალიზმის გაჩენას სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად ხელი შეუწყო რამოდენიმე ფილმმა. მათ შორის იყო ჟან გრემიიონის „პ[ატარა ლიზი“, მისი სცენარისტი იყო შარლ სპააკი. ფილმი გააკეთეს ბერნარ ნათანის ეგიდით. რეჟისორს დიდი იმედები ჰქონდა ფილმთან დაკავშირებით, თუმცა როცა ნათანმა იხილია ფილმი საშინალდ არ მოეწონა და გრემიიონი გააგდო. ფილმიარავის არ მოეწონა, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ იგი შედევრად აღიარეს. ამ ფილმში იყო ნაკლები დიალოგები, უცნაური ხმოვანი ეფექტები, რომე;ლშიც გადმოცემული იყო რეალურ იცხოვება. რეჟისორმა აქცენტი გაამახვილა გამოსახულებაზე, რამაც ხელი შეუშალა მსახიობებთან მუშაობაში, რადგან ისინი ხშირად ვარდებოდნენ გამოსახულების თავისებურ ტყვეობაშიRead More »

ამერიკული მიუზიკლები 30-იან წლებში

image

ეკრანებზე გამოჩნდა ახალი ტიპის მიუზიკლები:ლოიდ ბეიქონის „42-ე ქუჩა“ და „რამპის აღლუმი“, მერვინ ლეროის „1933 წლის ოქროს მაძიებლები“ ციკვისა და დიდებული სპექტაკლების სადაც იყო მუსიკა, სიყვარული, ემოცია, ინტრიგა. მათზე მუშაობდა ქორეოგრაფი ბაზბი ბერკო. „დარენა რიოში“ რომელსაც დასაბამი დაუდო „არქეიოუმ“ ფრედ ასტერისა და ჯინჯერ როჯერსის ნრწყინვალე დუეტს. მცირე ხანში იმათგან შეიქმნა ლეგენდა და ამიერიდან ორივეს იღებდნენ მიუზიკლებში, რომელთა მუსიკას წერდნენ ცნობილი კომპოზიტორები: ჯორჯ გერშვინი, ინრვინგ ბერლინი, ქოულ პორტერი, ჯერომ ქეინი.

Read More »