ვასილი კანდინსკი – ფერთა ბატონი

 ვასილი კანდინსკი გახლავთ რუსი მხატვარი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ხელოვანი, ხელოვნებათმცოდნე და აბსტრაქციონიზმის დამფუძნებელი.
იგი მოსკოვში დაიბადა, მაგრამ ბავშვობა ოდესაში გაატარა. უნივერსიტეტში იურისპრუდენციასა და ეკონომიკას სწავლობდა. იგი საკმაოდ წარმატებული იყო თავის პროფესიაში თუმცა, სისხლმა, რომელშიც ხელოვნების სიყვარული იყო გამჯდარი, ალბათ, მოსვენება დაუკარგა და მან ოცდაათი წლის ასაკში ხატვის გაკვეთილების ჩატარება დაიწყო. მისი შემოქმედების მცოდნენი და მოყვარულნი აუცილებლად ახსენებენ “ლურჯ მხედარს”, “სანტა-მარგარიტას”, “მურნაუს ბაღს” და “აპოკალიფისის მხედარს”, მაგრამ არსებობს რამდენიმე ტილო, რომლებმაც ცალკე ეპოქა შექმნეს კანდისკის ფერწერაში. ისინი “კომპოზიციების” სახელითაა ცნობილი და, სწორედ “კომპოზიციები” – ავტორის ოსტატობის მწვერვალად მიმაჩნია, რადგან მხოლოდ კომპოზიციებში გამოიხატება ის სულიერი თავისუფლება, რომელსაც მხატვარმა მიაღწია საბოლოოდ. კანდინსკის ფერები სხვაგან არსად არის გაჯერებული ისეთი ჰარმონიით, როგორც ამ რამდენიმე ტილოზე. ასიმეტრიული ფიგურების, ხაზების, წერტილების და უცნაური ლაქების თვალისმომჭრელი აღლუმი ისეთ გასაქანს აძლევს ფანტაზიას, რომ ერთსა და იმავე ტილოზე უამრავი, რადიკალურად განსხვავებული განწყობის დაჭერა შეიძლება… ხანდახან ისეთ რამეს ამოიკითხავ, რაზეც, შესაძლოა, თვით ავტორსაც კი არ უფიქრია და კანდინსკის გენიალობაც სწორედ ამაშია – ის მნახველებს თანაავტორებად აქცევს და ყველას სასურველ, იმწუთიერ იმპრესიას აპოვნინებს საკუთარ ქმნილებაში.

Read More »

მუსიკა იაპონურ ანიმეში

ანიმე – წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს .
იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში
შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად.
როგორც კინემატოგრაფიაში, ასევე ანიმეშიც ემოციების გადმოსაცემად და
მაყურებელის ხასიათზე ზემოქმედებისათვის აქტიურად გამოიყენება ხმა და მუსიკა. ანიმეს ტრანსლაციის დასრულების შემდეგ აუცილებლად გამოიცემა ამ სერიალის საუნდტრეკები და ხშირად ისინი კონკურენციას
უწევენ მომღერალთა ტრადიციულ მუსიკალურ ალბომებს. ამიტომ, ანიმესთვის სიმღერების
შესასრულებლად და მუსიკის დასაწერად უმთავრესად ცნობილ ჯგუფებს და კომპოზიტორებს
იწვევენ.
ფილმის (ან სერიის) დამწყები და დამასრულებელი სიმღერები ნაწარმოების
„სავიზიტო ბარათია“ და მათ ჩვეულებრივ ცნობილი პოპ-მუსიკოსები და ჯგუფები
ასრულებენ. ორივე კომპოზიცია ნაწარმოების განუყოფელი ნაწილია — დამწყების მიზანია
შეუქმნას მაყურებელს შესაბამისი განწყობა სერიალის ყურებისათვის, აგრძნობინოს, თუ
რას უნდა ელოდოს სერიალისაგან. დამასრულებელი კომპოზიცია ხშირად დამწყებზე უფრო
წყნარია, მისი მიზანი სერიის შედეგების შეჯამებაა.

Read More »

ნატურმორტის ისტორიიდან

ნატურმორტის ისტორიიდან
ნატურმორტს ხელოვნებაში უსულო საგნების გამოსახულებას უწოდებენ. სიტყვა “ნატურმორტი” ფრანგული წარმოშობისაა და “მკვდარ ბუნებას” ნიშნავს. მისი სახელწოდება ინგლისურად და გერმანულად ჟღერს როგორც ” წყნარი ცხოვრება”. ამ სახელწოდებაში ხაზგასმულია, რომ ნატურმორტი იმ უბრალო საგნებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია – ჭურჭელი, ხილი, ყვავილები და სხვა. ნატურმორტი სახვითი ხელოვნების დამოუკიდებელი ჟანრია.

თუ ჩვენს მზერას შორეულ წარსულს მივაპყრობთ, დავინახავთ, რომ ძველი ეგვიპტელები და ძველი ბერძნები ხშირად გამოსახავდნენ მიწის ნაყოფს, ნანადირევს, ზღვის ნობათს, სხვადასხვა ყოფით საგნებს და მსხვერპლშეწირვისთვის საჭირო ნივთებს. ეს ტრადიცია ძველ რომშიც გაგრძელდა, ოღონდ აქ მხატვრები სილამაზისთვის, დეკორატიული მიზნებისთვის გამოსახავდნენ ნატურმორტის დეტალებს სასახლეებსა და ვილების კედლებზე. ეს დეტალები ისეთი ოსტატობითაა შესრულებული, რომ ხილი თუ ყვავილები ცოცხალი გვეჩვენება.
შუა საუკუნეებში, როცა მხატვრობა ძირითადად რელიგიური ხასიათისა იყო, ნატურმორტს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, თუმცა ფრაგმენტების სახით იგი მაინც გვხვდება რელიეფებზე, ეკლესიების მოხატულობასა თუ ცალკეულ სურათებში.
სრულიად ახალი დატვირთვ ა შეიძინა ნატურმორტის ხელოვნებამ XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისში დიდი იტალიელი მხატვრის კარავაჯოს წყალობით. მის სურათებში “ჩუმი ცხოვრება” სრულიად დამოუკიდებელი გახდა, ის აღარ იყო ფრაგმენტის სახით ჩართული სხვა ჟანრის ნაწარმოებში. ეს უდიდესი სიახლე იყო ხელოვნებაში.
ნამდვილ აყვავებას ნატურმორტმა XVII საუკუნის ჰოლანდიაში მიაღწია. ამ ეპოქაში გაჩნდნენ მხატვრები, რომლებმაც ნატურმორტი შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ თემად გაიხადეს. ნატურმორტს პოპულარობა XX ს.-შიც არ დაუკარგავს.