ბრბოს ფსიქოლოგია

image

 

ადამიანთა არსებობის ყველა
ეტაპზე, კაცობრიობის გაჩენიდან დღემდე არსებობდა ბრბო. ბრბო რომელიც ყველაფერს ანადგურებს.
ბრბო რომელიც ცხოველების ჯოგზე საშიშია, ბრბო რომელიც ყველაფერს კლავს რაც ცოცხალია.
ის ტკენს. ის აწამებს. ანადგურებს ყველაფერს და ყველას, ვინც მათ მთავარ პათოსს წინ
გადაეღობება, ერთი არასწორი სიტყვა და ბრბოს წევრიც კი შეიძლება მსხვერპლად იქცეს მომენტალურად.
პირველყოფილ ადამიანებშიც იყო, ალბათ, ეს დაუნდობელი და გამანადგურებელი ძალა, უკონტროლო
მასა. რომელიც ადამიანებისაგან შედგება…Read More »

ომის შემდგომი გერმანული კინო 1946-49წწ

image

1946 წლის გაზაფხულზე აღმოსავლეთ ზონაში, საბჭოთა ადმინისტრაციამ ნება დართო ადგილობრივ კინემატოგრაისტებს დაეფუძნებინათ ახალი კინო კომპანია „დეფა“, რომელსაც შვიდი წელიწადი საბჭოთა ჩინოვნიკები მართავდნენ.მათ გამოუშვეს პირველი ფილმი „მკვლელები ჩვენს შორის“. ეს ანტინაცისტური კინოსურატი გამოხატავდა გერმანიის საშინელ ფსიქოლოგიურსა და ემოციურ სურათს. ჰიტლერის რეჟიმის კოლაფსის შედეგად და ამისგან გამოწვეულ მძიმე კრიმინალურ მდგომარეობას. სათანადო განწყობის შესაქმნელად რეჟისორმა უმეტესი ეპიზოდები ბერლინი ნანგრევებში გადაიღო. იგივე ადგილები გამოიყენა ლამპრეხტმა ფილმში „სადღაც ბერლინში“, რომელიც უფრო ოპტიმისტური ნამუშევარი გამოდგა და თანამემამულეებს მოუწოდებდა აღედგინათ ქალაქები და დაეწყოთ ახლებური ცხოვრება.
1946 წელსვე სოციოლოგმა როლფ თილემ და მისმა მეგობარმა გამოსცეს „ახალი Read More »

კინოპოლიტიკა აშშ-ში 50-იან წლებში

image

ტელევიზიის მზარდმა პოპულარობამ საგონებელში ჩააგდო ჰოლივუდი. კინოკომპანიების უმეტესობა პირდაპირ ობსტრუქციას უწყობდა სხვადასხვა სატელევიზიო კომპანიას და უარს ეუბნებოდა კინოსურათების მიყიდვაზე ან არენდაზე. ზოგიერთი მცირე კინოკომპანია, მოგების მიზნით, მიდიოდა ამგვარ თანამშრომლობაზე. ისინი ხანდახარნ თავიანთ კინოსტუდებსაც კი უთმობდნენ ტელეპროდიუსერებს სატელევიზიო ფილმების გადასაღებად. უმუშევარი მსახიობები და ტექნიკური პერსონალი ხომ მრავლად დასაქმდნენ ტელევიზიაში.Read More »

რობერ ბრესონი

image

რობერ ბრესონის სრულმეტრაჟიანმა კინოსურათმა „ცოდვის ანგელოზები’’ დაამტკიცა, რომ განსხვავებული ხელწერის რეჟისორი შეიმატა ეროვნულმა (ფრანგულმა) კინომ. ბრესონი რეალისტური კინოს მომხრე იყო, ვიდრე მისი კოლეგები, ამიტომ ნახევრად დოკუმენტური სტილი აირჩია და სივრცეს ჩაუღრმავდა. მან ფილმის უმეტესი ნაწილი ღამით გადაიღო, რისთვისაც ოსტატურად გამოიყენა განათება.Read More »

ჟან პიერ მელვილი

image

დებიუტანტმა კინორეჟისორმა, მელვილმა მეორე მსოლიო ომის თემას მიუძღვნა დრამა „ზღვის სიჩუმე“ . მცირე ბიუჯეტით შექმნილი ეს ფილმი კომერციულადაც მომგებიანი გამოდგა და სპეციალისტების აღფრთოვანების საგნადაც იქცა.
კოკტოს რჩევით გადაიღო ფილმი „საშინელი ბავშვები“ მელვილმა. ეს იყო ღრმად ფსიქოლოგიური ნამუშევარი, რომელიც დაეფუძნა კოკტოს ამავე სახელწოდების რომანს. სიუჟეტი მიეძღვნა და-ძმია ურთიერთობას, რაშიც მრავლად არის ექსპრესიული რეაქციები, რეპლიკები, არაბუნებრივი პოზები. კოკტო თავად მართავდა გადაღების პროცესს, მელვილი კი აღშფოთდა მას შემდეგ რაც ეკრანებზე გასული ნამუშევარი კრიტიკამ „კოკტოს ფილმად“ შერაცხა .Read More »

„დეფა“ 60-იან წლებში

image

1961 წლის 13 აგვისტოს გდრ-ის პოლიციისა და არმიის ნაწილებმა ჩაკეტეს საზღვარი დასავლეთ ბერლინთან და დაიწყო გამყოფი კედლის მშენებლობა. ორი გერმანული სახელმწიფო კიდევ უფრო გაემიჯნა და დაშორდა ერთმანეთს. გერმანიის ისტორიაში გაჩნდა ახალი ტერმინი – „ბერლინის კედელი“, რამაც 28 წელი იარსება. ხელისუფლებამ „დეფას“ მოსთხოვა რეფორმის ჩატარება და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება. ამით ისარგებლეს კინემატოგრაფისტებმა და მცირეოდენი მხატვრული თვისუფლების ნება მისცეს თავს, აქაოდა გარდაქმნის პერიოდში ექპსრეიმენტებს გვაცლიანო. მართლაც, მათ შემოქმედებაში გამოჩნდა ახლებური Read More »

კინოპოლიტიკა აშშ-ში 60-იან წლებში

image

სამოციანი წლების დასაწყისისთვის მკვეთრად შემცირდა კინოთეატრების რიცხვი. რა თქმაუნდა, ამაში უპირველეს ყოვლისა დამნასავე იყო ტელევიზია. კინოდემონსტრატორებ.ა ახალ პოლიტიკას მიმართეს – მაყურებლის მისაზიდად კინოდარბაზებს აწყობდნენ მსხვილ სავაჭრო ცენტრში. ამან გაამართლა და ორგანიზატორებს შვება აგრძნობინა, თუმცა დროებით. ამავე ხანებში პრობლემური გახდა უცხოური კინობაზრების საკითხი, რასაც სერიოზული მიდგომა სჭრიდებოდა. კინოკომპანიებმა დაიწყეს ამ მიმართებით ახლებური სტრატეგიის შემუშავება.Read More »